მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტი შეიქმნა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, ასოციაციაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელეს, რის საფუძველზეც საბჭოს წევრებმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. კომიტეტს კომპანია „Wondernet Express Investment Group"-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი უხელმძღვანელებს.

 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს „საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ე.წ.  შუა დერეფნის, განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ამასთან, ლოგისტიკის ეფექტურობის ინდექსის (LPI) გაუმჯობესება, ხელსაყრელ ბიზნესგარემოს შექმნის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ჩემთვის პატივია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ამ მიმართულების გაძღოლა და დარწმუნებილი ვარ, რომ კომიტეტის საქმიანობა წარმატებული იქნება".

 

აღსანიშნავია, რომ კომიტეტი მიზნად ისახავს, ქვეყანაში ეფექტური სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო) და ლოგისტიკური მომსახურების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავებას და მათი დანერგვის მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას. 

 

კომიტეტის საქმიანობა, ასევე, გულისხმობს დარგის მარეგულირებელი როგორც არსებულის, ასევე, სამომავლოდ ასამოქმედებელი ნორმატიული ბაზის შესწავლას, რათა ის პასუხობდეს ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს.

 

„საქართველოს ბიზნეს  ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ასოციაციაში ახალი კომიტეტის ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც, ამ მიმართულებით, ასოციაციის საქმიანობას კიდევ უფრო ნაყოფიერს და ეფექტიანს გახდის. ტრანსპორტი და ლოგისტიკა ერთ-ერთი წამყვანი დარგია ჩვენს ქვეყანაში და მას მშპ-ში სოლიდური წილი უკავია.

 ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა წევრი კომპანიების ობიექტური ინტერესების დაცვა და ადვოკატირება ყველა მიმართულებით და ყველა დონეზე და ამ გზით საქართველოში ბიზნესის და შესაბამისად ეკონომიკის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ასოციაციაში უკვე არსებული და ახალი კომიტეტების გამართული და წარმატებული ფუნქციონირება კი ჩვენი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში მნიშვნელოვნად გვეხმარება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა