მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები განიხილეს

news image
mbc image

საბაჟო პროცედურებთან და ლოგისტიკურ ფორმალობებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო არსებული გეზ-ების სამუშაო პროცესის აღწერას, საბაჟო ფორმალობების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების გზებს, ოპერაციათა ოპტიმიზაციის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ყურადღება ასევე, გამახვილდა საავტომობილო გადაზიდვის დროს საზღვრის კვეთის პროცედურულ გართულებებზე, კერძოდ რიგების საკითხზე, რომლის გამო  კომპანიებისთვის მომსახურების მიწოდება ფერხდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების  სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსზე, რომელიც კომპანიებს ტვირთის გაფორმებისას ახალ გამარტივებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე ისაუბრეს რეექსპორტის განხორციელების პროცესში არსებული პროცედურების გაუმჯობესების მიზნით კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და შემოსავლების სამსახურს საკმაოდ ინტენსიური და ამავდროულად, პროდუქტიული კომუნიკაცია აქვს, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა, ვინაიდან ჩვენი წევრი კომპანიების მიერ დაყენებული საკითხები პირდაპირ კავშირშია ამ უწყების საქმიანობასთან. დეტალურად განვიხილეთ წევრი კომპანიების მიერ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტზე დაყენებული საკითხები, რომელიც ძირითადად საბაჟო პროცედურებს ეხება და ბუნებრივია, აქაც შევთანხმდით თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობაზე, რადგან ბიზნესის შეუფერხებელი ოპერირება, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა