მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამედიცინო სექტორის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ

news image
mbc image

ჰოსპიტალურ და ფარმაცევტულ სექტორში არსებული გამოწვევები და მიმდინარე რეფორმები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და ასოციაციის წევრი კომპანიების დამფუძნებლებმა და დირექტორებმა დეტალურად ისაუბრეს ჰოსპიტალური და ფარმაცევტული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ბიზნესის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და განვითარების აუცილებლობაზე.

 

საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის DRG მეთოდოლოგიით დაფინანსებას, რეფერენტულ ფასებს, ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს და სხვა მიმდინარე საკითხებს.

 

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ამ საკითხებზე პირდაპირი დიალოგი და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ოპერატიულად მიწოდების თვალსაზრისით.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ფორმატით შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან, რომელიც ეხებოდა ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ საკითხებს.  ამ სექტორში ბევრი კარგი რამ გაკეთდა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ გარკვეული რეფორმების  დანერგვის შემდგომ მიღებული გამოცდილება და  პრაქტიკა აჩვენებს, რომ საჭიროა გარკვეული მეთოდოლოგიური კორექტივების შეტანა. შევთანხმდით, რომ მსგავსი ფორმატით შეხვედრები უახლოეს მომავალში კვლავ გაგრძელდება. ჩვენი ამოცანაა, როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მოქალაქეებისა და პაციენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვა, მათთვის ხარისხიანი, უწყვეტი და ხელმისაწვდომი ჰოსპიტალური სერვისისა და ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. ეს არის ის საერთო პრინციპი, რაზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანხმდება და ამ მიმართულებით პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობა გაგრძელდება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა