მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი" გახდა

news image
mbc image

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. „მეტროპოლი" ამჟამად აქტიურად მუშაობს ოთხ სამშენებლო პროექტზე „მეტროპოლ ქავთარაძე" „მეტროპოლ ბაგები", „მეტროპოლ კუბი" და „მეტროპოლ ოვალი". აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლი" ოპერირებს, როგორც თბილისში, ასევე ქალაქ ბათუმში.

 

კომპანია მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ საცხოვრებელ სივრცეების ქმნის, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ ინოვაციური მიდგომებით გამორჩეული, გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის წევრები.

 

აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლის" მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დივერსიფიცირებულია დანიშნულებების მიხედვით, კერძოდ საცხოვრებელი, საინვესტიციო, სააგარაკე. თითოეული კომპლექსის ლოკაციის განსაზღვრის დროს, სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, ყურადღება ეკოლოგიურ გარემოს, ახლომდებარე ობიექტებსა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას ექცევა.

 

„ჩვენს ხელში არსებულ კაპიტალს მრავალფუნქციურ, ენერგოეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნილ, ჰარმონიულ, ჯანსაღ და უსაფრთხო საცხოვრებელ და საინვესტიციო სივრცეებად ვაქცევთ. ჩვენი მიზანი მაღალი ხარისხის, ინოვაციის, კომფორტისა და ინდივიდუალური მიდგომებით, საუკეთესოს შეთავაზებაა მომხმარებლისთვის. „მეტროპოლში" გვინდა შევქმნათ უბნები, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა, სადაც წინასწარ ნაფიქრია ჩვენი მცხოვრებლების ყველა საჭიროებებზე, სადაც ფოკუსი - ცხოვრებაზეა" - აცხადებენ „მეტროპოლში".

 

„მივესალმებით კომპანია „მეტროპოლს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შედარებით ახალი დაფუძნებულია, მას უკვე ბალანსზე აქვს წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც წარმატებით უზრუნველყოფს მომხმარებლის საჭიროებებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და „მეტროპოლის" თანამშრომლობა საკმაოდ პროდუქტიული და ორმხრივად სარგებლიანი იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა