საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „ერისთავი ესთეითსი" გახდა
კომპანია „ერისთავი ესთეითსი" ახალი ბრენდია 15 წლიანი ისტორიით, რომელმაც საბროკერო კომპანია „რენტალსი"-გან პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულება გადაიბარა. თავად „რენტალსი" ფოკუსირებული დარჩა, მის პირველად მიზანზე, უძრავი ქონების გაქირავებაზე. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია ერთი ჯგუფის მფლობელობასა და მმართველობაშია.
„ერისთავი ესთეითსის" და „რენტალსის" ძალების სინერგიით, ჯგუფი გასაყიდად და გასაქირავებლად არჩევს პრემიუმ კლასის უძრავ ქონებას, როგორც საცხოვრებელს ასევე კომერციულს, რის შემდეგაც, მეპატრონესთან აფორმებს „ექსკლუზიურ წარმომადგენლობით მანდატს". შედეგად, უზრუნველყოფს ობიექტისთვის ინდივიდუალური სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, მის სრულ მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ჯგუფს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს საცხოვრებელი და საოფისე უძრავი ქონების კუთხით. მის ანგარიშზე ასობით გაქირავებული ბინა და სახლი უცხოელ დიპლომატებზე და 65.000 კვ.მ.-ზე მეტი გაქირავებული და გაყიდული კომერციული უძრავი ქონება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ერევანში.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის" მიერ გამართულ დაჯილდოებაში, კომპანიამ ზედიზედ ორჯერ წლის საუკეთესო საბროკერო კომპანიის წოდება მოიპოვა. ასევე მიიღო „Best in Class" სტატუსი JLL-გან, რომელიც თავის მხრივ, მსოფლიოში სიდიდით უძრავი ქონების მეორე კომპანიაა.
„მივესალმებით „ერისთავი ესთეითს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ხარისხიანი და მაღალი სტანდარტების მქონე საბროკერო მომსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და ორმხრივად სასარგებლო იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.