საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი Kairos Logistics გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ლოგისტიკური სექტორის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Kairos Logistics შეუერთდა, რომელიც, როგორც ქართულ, ასევე, გლობალურ ბაზარზე უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს სახმელეთო, საკონტეინერო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით.
Kairos Logistics ექვს სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ბელორუსიაშია წარმოდგენილი. კომპანია ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და სასაწყობე ობიექტს ფოთში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს უწყვეტ რეგიონულ ინტეგრაციას, საზღვრებს მიღმა პროდუქციის შეუფერხებელი ნაკადის ზრდასა და მთელი მიწოდების ჯაჭვის პროცესის ოპტიმიზაციას.
კომპანიაში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნასთან შესაბამისობით მართავენ პროცესებს. აღსანიშნავია, რომ Kairos Logistics პარტნიორებს ხშირად სახმელეთო, საკონტეინერო და სარკინიგზო გადაზიდვების კომბინაციასაც სთავაზობს, კომპლექსური და დროში ორგანიზებული გადაზიდვებისთვის, რითაც ბუნებრივია რისკების დივერსიფიცირებაც შესაძლებელი ხდება და გადაზიდვების პროცესიც ბევრად ეფექტურია.
ხაზგასასმელია, რომ ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტების,ღვინისა და წყლის ექსპორტში Kairos Logistics მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე უპირობო ლიდერია. კომპანიის პარტნიორები ისეთი საერთაშორისო ბრენდები არიან როგორიცაა: Beko, Heineken, Oriflame, Nestle, Knauf, ბორჯომი და სხვა. გარდა ამისა, ყოველწლიურად, Kairos Logistics 1500-ზე მეტ კომპანიას უწევს უსაფრთხო მომსახურებას და 9000-ზე მეტ გადაზიდვას ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით. ლოგისტიკაში ტვირთის დაზღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, სადაც კომპანიას ალდაგის უნიკალური სადაზღვევო პაკეტი უმაგრებს ზურგს.
„მივესალმებით Kairos Logistics-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ასეთი კომპანიების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პოტენციალის ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ეკონომიკურ მდგრადობაზე. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მსხვილი გადამზიდავი კომპანია დღეს უკვე BAG-ის წევრია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და შედეგიანი იქნება", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.