მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, კომპანია „ქართველი" გახდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ქართველი" შეუერთდა, რომელიც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა და  უახლესი და ულტრათანამედროვე გერმანული და იტალიური ტექნიკით აღჭურვილი ღვინის ქარხანა და ვისკის სახდელი ქარხანა გააჩნია. აღსანიშნავია, რომ „ქართველი" პირველი და ერთადერთი ქართული ვისკის Jimsher-ის მწარმოებელია.

კომპანიას გაშენებული აქვს სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონის ვენახები და ასევე 500-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშის საცავი ქარხნის ტერიტორიაზე. დღეს „ქართველი"ცოლიკოურის, ჩხავერის, ქინძმარაულისა და ახაშენის იშვიათ და უნიკალურ ვენახებს საქართველოს მიკროზონებში ამუშავებს.

„ქართველ"-ს დანერგილი აქვს ISO 22000:2018 ხარისხის მართვის სისტემა, მისი პერსონალი პერიოდულად გადის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ფლობს ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას.

„მივესალმებით კომპანია „ქართველს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიდ ოჯახში. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამავდროულად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა გააცნოს. ასეთი მაღალი ხარისხისა და ტექნოლოგიების მეშვეობით  წარმოება მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და სარგებლის მომტანი იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა