მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდნენ

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, რომელიც სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროში არსებული რამდენიმე სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამას, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემებსა და მათ გამოყენებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას და სხვა პროექტებს.

ოთარ შამუგიას განცხადებით „ჩვენ ახლა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ევროკავშირის სტატუსი ერთიანი მონაპოვარი იქნება, რომლის შემდეგ კიდევ არაერთი რეფორმის განხორციელება და ახალი რეგულაციის დანერგვა მოგვიწევს. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს ბიზნესწრეებთან, რაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია".

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ და პასუხები მოესმინათ მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, რომელთა დიდი ნაწილი ევროპული დირექტივების იმპლემენტაციიდან გამომდინარეობს. კერძოდ, საუბარი შეეხო, ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, საწვავის ხარისხის მონიტორინგს და ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რომლებიც მომდევნო წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
 

„ცალსახად აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი გამოკვეთილი და მჭიდრო პარტნიორი და თითოეულ საკითხზე, რომელიც ბიზნეს სექტორის წინაშე დგას და ამ მიმართულებას ეხება, გვაქვს მყისიერი რეაგირება და ეფექტიანი კომუნიკაცია მათი მხრიდან. მსგავსი სახის თანამშრომლობა მისასალმებელია, რადგან წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ბევრი მნიშვნელოვანი და ერთობლივი პროექტი და საკითხი გველის, სადაც ორივე მხარის ჩართულობა აუცილებელი და გადამწყვეტი იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა