მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი არდი დაზღვევის სადაზღვევო პორტფელის 100%-იან წილს შეიძენს | GCCA

news image
mbc image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სადაზღვევო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით თანხმობა გასცა

შეტყობინების მიხედვით, სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი განახორციელებს სს არდი დაზღვევის სადაზღვევო პორტფელის 100%-იანი წილის შეძენას.

2023 წელს (11 თვის მონაცემი), სს „არდი დაზღვევის" მიერ მოხდა  83 744 974 ლარის პრემიის მოზიდვა. პრემიის 81.3%-ს შეადგენს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის რეალიზაციის შედეგად მოზიდული პრემია, 9.2%-ს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), ხოლო 9.5% ნაწილდება 11 სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტზე.

2023 წლის 11 თვის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე 16 კომპანია მოქმედებდა, საერთო ჯამში მოზიდულმა პრემიამ შეადგინა - 402 545 318 ლარი.

„არდის" საბაზრო წილი სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე შეადგენს - 16.9%; „იმედი ელ-ის" და „ალდაგის" ერთობლივი წილი („საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი") - 18.7%; ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა შეადგინა 1453 ერთეული. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად, საბაზრო წილი 35.6%-მდე, ხოლო კონცენტრაციის ინდექსი  2090 ერთეულამდე იზრდება.

რაც შეეხება ავტოდაზღვევის, იგივე პერიოდში ბაზარზე მოქმედებდა 17 კომპანია, საერთო ჯამში მოზიდულმა პრემიამ შეადგინა -  176 329 001 ლარი.

„არდის" საბაზრო წილი ავტოდაზღვევის ბაზარზე 4.4%-ს შეადგენდა; „ალდაგის" კი - 23.7%-ს. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ ერთობლივი საბაზრო - 28.1%-მდე გაიზრდება, HHI ინდექსი კი 1546-დან 1753 ერთეულამდე.

სააგენტოს განმარტავს, რომ კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, ავტოდაზღვევის ბაზარზე ადგილი არ აქვს დომინანტური მდგომარეობის შექმნას ან მის გაძლიერებას. რაც შეეხება სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის ბაზარს, ამ შემთხვევაშიც არ აქვს ადგილი დომინანტური მდგომარეობის შექმნას ან მის გაძლიერებას, თუმცა საბაზრო წილი მაღალია და შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებით გაეანალიზებინა ბაზრის სტრუქტურა/სპეციფიკა, რათა გამორიცხულიყო კონკურენციის შესაძლო (არსებითი) შეზღუდვა შესაბამის ბაზარზე.

საბოლოო შეფასებით აღნიშნული კონცენტრაცია სამედიცინო (ჯანმრთელობის) და ავტო დაზღვევის ბაზარზე გავლენასთან დაკავშირებით არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

ინფორმაციისთვის: 2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 40 597 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა