მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს მთავრობა უცხოელი ინვესტორების დიდი მხარდამჭერია და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს - „აჭარ ენერჯის“ გენერალური მენეჯერი

news image
mbc image

საქართველოს მთავრობა უცხოელი ინვესტორების დიდი მხარდამჭერია და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, - ამის შესახებ  Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯის“ გენერალურმა მენეჯერმა აღათაი ულქერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობასთან თანამშრომლობით Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს.

„აჭარ ენერჯის“ გენერალური მენეჯერის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში დიდი პოტენციალია.

„ქვეყნის მთავრობა ინვესტორების დიდი მხარდამჭერია  და ძალიან კარგ საქმეს  აკეთებს. მაგალითად, უზრუნველყოფის  მექანიზმი კარგი  რამ არის და რთულია მსგავსის  პოვნა მსოფლიოში. სხვა ქვეყნებშიც ვახორციელებთ კაპიტალდაბანდებას და ბიზნესს და ეს მექანიზმი ნამდვილად დიდი შესაძლებლობაა საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს დიდი საეტაპო მოვლენაა და მის შედეგებს მალე იხილავთ. მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში. საქართველოს მომავლის გვჯერა და მიგვაჩნია,  რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. იმედი მაქვს, მეტი კომპანია ჩამოვა საქართველოში ინვესტირების და ბიზნესის კეთების მიზნით,“- აღნიშნა ბიზნესმენმა.

მისივე თქმით, Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში პირდაპირი  უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელთა შორის, რომელიც განახლებადი ენერგიის სფეროს მიმართულებით საქმიანობს. კომპანია განსაკუთრებით დაინტერესებულია ქარისა და მზის ენერგიის წარმოებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა