საქართველოს რკინიგზა 5 800 კგ ტექნიკურ ჟანგბადს ყიდულობს
სს ,,საქართველოს რკინიგზა" 5 800 კგ ტექნიკურ ჟანგბადს (გაზისებრი) ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლენბშიც განაცხადების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 17 400 ლარია.
სატენდერო პირობების მიხედვით, საქართველოს რკინიგზისთვის საქონლის მიწოდება მიმწოდებელმა საკუთარი ბალონებით უნდა განახორციელოს, რომლებიც დაკალიბრებული და დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგან(ებ)ოს მიერ.
ასევე, დასამუხტი ბალონების მიმწოდებლისთვის მიწოდებას (არაუმეტეს 30 ცალი ბალონი ერთჯერადად), არაუგვიანეს წინა დღით წერილობითი შეტყობინების შემდეგ, ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში უზრუნველყოფს შემსყიდველი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
თუ მიმწოდებელს გააჩნია შემსყიდველის მიერ მისთვის მიტანილი დასამუხტი ბალონების რაოდენობის შესაბამისი დამუხტული ბალონები, იგი გადასცემს მათ შემსყიდველს მყისიერად. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბალონების დამუხტვა და შემსყიდველისთვის გადაცემა საკუთარი სახსრებით, მიწოდებიდან 24 საათის განმავლობაში ქვემოთ 1.5 პუნქტში მითითებულ მისამართებზე (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.