საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Microsoft-ის აქციები წილი 2,8%-ის დონეზეა
როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით სააგენტოს აქციების პორტფელში Microsoft-ის აქციები 2,8%-ის დონეზეა, რაც გასული თვის მაჩვენებლების იდენტურია. 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობითაც საპენსიო სააგენტოს პორტფელში Microsoft-ის აქციების წილი 2,8%-ი იყო. 2024 წლის სექტემბერშიც Microsoft-ის წილი 2,8%-ს შეადგენდა, თუმცა 2024 წლის აგვისტოში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Microsoft-ის აქციების წილი 3,2%-ი იყო. ივნისში სააგენტოს პორტფელში Microsoft-ის აქციების წილი 6,8%-ს შეადგენდა.
საგულისხმოა, რომ ნოემბერში Microsoft-ის აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში მესამე ადგილზე იყო, ოქტომბერში - მესამე, სექტემბერში - მეორე, ხოლო აგვისტოში პირველ ადგილზე იყო.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.