მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი (G-HIP) დასრულდა

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი ჯონ პენელი საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

პროექტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კომპანიის FERRERO დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „CNFA - საქართველო“ მიერ 2015 – 2023 წლებში ხორციელდებოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. წლების განმავლობაში, აშშ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა თუ პროექტი განხორციელდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, თხილის სექტორი განვითარდეს, გაიზარდოს წარმოება, ექსპორტი და მიღებული შემოსავალი. პროექტი, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თხილის სექტორისთვის. პროექტი იყო ეფექტიანი და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც თხილის ხარისხისა და რაოდენობის ზრდას, ასევე ზოგადად, თხილის სექტორის განვითარებას“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია პროექტის ფარგლებში დონორებს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.

„პროექტის ფარგლებში, ხელი შევუწყვეთ ფერმერებს, გაეუმჯობესებინათ თხილის წარმოება საქართველოში. შედეგად, 35 000-მდე მეთხილე ფერმერმა, რაც საქართველოს მეთხილე ფერმერთა რაოდენობის დაახლოებით, 70%-ს წარმოადგენს, მიიღო ბენეფიტი აღნიშნული პროექტიდან. მათ გაზარდეს წარმოება და გაყიდვები 145 მილიონ დოლარამდე.მათ მიიღეს სხვადასხვა სახის დაფინანსება როგორც დონორებისგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან“, - განაცხადა ჯონ პენელმა.

ღონისძიებაზე საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს.

აღინიშნა, რომ პროექტის მიზნები ფაქტობრივად შესრულებულია. დარგობრივი ასოციაციების (თხილის მწარმოებელთა ასოციაცია (GHGA) და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია (HEPA) მხარდაჭერით, თხილის სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა. პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოსთან (RDA) მჭიდრო თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით, აშენდა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი 8 ახალი საწარმო, სადაც შესაძლებელია სეზონზე 7,5 ათასი ტონა თხილის გაშრობა და 4 ათას ტონამდე თხილის დასაწყობება (ჯამური ინვესტიცია 2,4 მლნ აშშ-ის დოლარი); სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს), ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, გადაეცა 800 ათასი აშშ-ის დოლარის ღირებულების ფერომონები მავნებლის მონიტორინგისა და „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების მოსაწყობად;

განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტული დახმარება და დაფინანსდა საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობისა და მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით; პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა თხილის სექტორში უვნებლობის სტანდარტების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - მიკვლევადობის სისტემის შესაქმნელად; განხორციელდა დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერა;

FERRERO-ს ბაზაზე გადამზადდა საქართველოს 10 უმაღლესი სასწავლებლის 180-ზე მეტი სტუდენტი თხილის მოყვანა-მოვლისა და გადამუშავების სრული ციკლის „ფერმიდან სუფრამდე“ მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც „საქართველოს თხილის სექტორის მიღწევები და გამოწვევები“. პროექტის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ფერმერები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა