საქართველოსა და ისრაელის კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება ჩვენი პრიორიტეტია - გიორგი პერტაია
სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ისრაელის საელჩოსა და ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი პერტაიამ შეხვედრის მონაწილე ბიზნეს სექტორს საქართველოს საინვესტიციო-ბიზნეს გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება პალატის პრიორიტეტია.
მან, ასევე ისაუბრა არსებულ გადასახადების სისტემაზე, მათ შორის საბაჟო პროცედურებსა და ტარიფებზე. პალატის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ლოგისტიკურ ქსელზე, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთი უმოკლესი დამაკავშირებელი გზა აზიასა და ევროპას შორის.
შეხვედრის მიზანს საქართველოს ბიზნეს გარემოსა და ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.