საქართველოში დამზადებული ფაგები ექსპორტზე 8 ქვეყანაში გადის - „ბიოქიმფარმი“
„აღსანიშნავია, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლო. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პოპულარული პროდუქტი არის ფაგიო, რომელიც გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ და განსაკუთრებით პედიატრიაში. რადგან ის ეფექტურად და უსაფრთხოდ ანაცვლებს ანტიბიოტიკებს“, - ამბობს რატი ღოლიჯაშვილი კომპანია „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი.
მისი თქმით, სამი ძირითადი განმასხვავებელი აქვს ფაგებსა და მის პრეპარატებს ანტიბიოტიკებთან შედარებით.
„ანტიბიოტიკები არ არის სპეციფიკური, ფაგები სპეციფიკურია და ანადგურებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. ანტიბიოტიკებს გააჩნიათ მრავლობითი გვერდითი ეფექტები, ხოლო ფაგებს არა. ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში ხშირად ვითარდება რეზისტენტობა. ფაგების შემთხვევაში ეს არის იშვიათი და ჩვენ შეგვიძლია ვიპოვით ახალი ფაგი რომელიც გაანადგურებს რეზისტენტულ ბაქტერიას“, - ამბობს „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი.
Biochimpharm • ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ანტიბიოტიკების უსაფრთხო და ჯანსაღ ალტერნატივას ქმნის.
ეს არის მსოფლიოში ერთადერთი საწარმო, რომელიც ინდუსტრიული მასშტაბით აწარმოებს ფაგის პრეპარატებს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებულ ევროპული GMP სტანდარტის შესაბამისად.
2021-2024 წლებში, სააგენტოს სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 3,5 მლნ. ლარამდე მხარდაჭერა მიიღო.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.