საქართველოში McDonald's-ის შემოსვლიდან 26 წელი გავიდა
საქართველოში McDonald's-ის შემოსვლიდან 26 წელი გავიდა. McDonald's-ის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე, გაიხსნა.
„გემრიელი მომენტების 26 წელი!
ჩვენი ისტორია შენს ისტორიებშია – ბავშვობის პირველი ჰეფი მილი, სტუდენტობის მეგობრული შეკრებები, პირველი სამსახურის აღნიშვნა…
McDonald's-ი მუდამ შენთანაა, დიდსა თუ პატარა მომენტებში!
მადლობა, რომ 26 წელია ერთად ვქმნით დაუვიწყარ მოგონებებს!“, - აღნიშნულია McDonald's Georgia-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 26 წლის წინ, 1999 წლის 5 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე პირველი McDonald's-ი გამოჩნდა. 90-იანი წლების ბოლოს, თბილისის ჩაბნელებულ ქუჩებში, McDonald's-ის განათებული შენობა, ოქროს თაღით და მაგიური M-ით, ერთგვარად იმის სიმბოლოდ იქცა, რომ ქვეყანამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ, პროგრესისკენ, ამერიკული ხარისხისკენ და სტანდარტისკენ. ეს იყო იმედი, რომ იწყებოდა სრულიად ახალი ეპოქა და ცვლილებები ბიზნესისთვისაც და ხალხისთვისაც; ეს იყო სინათლის ერთგვარი სიმბოლოც და ბევრისთვის მოტივაცია, რომ ყველაზე რთულ დროსაც შესაძლებელია დიდი მიზნების დასახვა და განხორციელება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.