საქართველოში მცხოვრები რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების 77% ბინას ქირაობს - Galt & Taggart
ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმართ, რაც მოთხოვნის და შემოსავლიანობის ზრდას უკავშირდება. როგორც Galt & Taggart-ში განმარტავენ,
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა 2 ძირითად კატეგორიაზეა დამოკიდებული:
1) საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს.
2) საინვესტიციო შენაძენი, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს.
Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, ურბანიზაციის მაჩვენებელი საქართველოში 2022 წლისთვის 60%-ი იყო, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 2000 წელს 53%-ს უკავშირდებოდა. ევროკავშირში კი ანალოგიური მაჩვენებელი 2022 წელს 75%-ს შეადგენდა, 2000 წელს კი 71%-ს.
Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ ურბანიზაციის ზრდა წლიურად დაახლოებით 4,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას. აღსანიშნავია რომ, 2014 წლიდან თბილისის მოსახლეობა 140,000-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა 2017-23 წლებში გასამმაგდა.
ადამიანების რაოდენობა, ვისაც 3,600 ლარზე მაღალი ხელფასი აქვთ, 100,000-მდე გაიზარდა. Galt & Taggart-ის პროგნოზით კი 2025 წლისთვის მოსალოდნელია რომ 3,600 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე ადამიანების რიცხვი 150,000-ს გადააჭარბებს.
Galt & Taggart-ში მიაჩნიათ, რომ დაქირავებული ადამიანების რაოდენობა, რომელსაც გარეუბანში, მცირე ზომის ბინის შეძენა იპოთეკური სესხით შეუძლია 170,000-ს შეადგენს. მათივე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები კლებას განაგრძობს 2024 წელს, ხოლო უცხოურ ვალუტაში იმავე ნიშნულზე შენარჩუნდება.
ირკვევა, რომ საქართველოში რუსეთის და ბელარუსის დაახლოებით 90,000 მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში ამჟამად, რომელთა 77% ბინას ქირაობს.
სად ცხოვრობენ მიგრანტები?
რუსეთის მოქალაქეების წილი შერჩეული დეველოპერების უძრავი ქონების ნასყიდობებში 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს.
იმავდროულად რუსეთის მოქალაქეების წილი შერჩეული დეველოპერების უძრავი ქონების ნასყიდობებში 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს.
Galt & Taggart-ის კვლევა აჩვენებს, რომ 2023 წლის მარტიდან ქირებმა შემცირება დაიწყო და 5.7%-ით შემცირდა ოქტომბრისთვის. მოსალოდნელია რომ ქირების კლება ახლო მომავალში გაგრძელდება.
უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობამ 11.9% მიაღწია 2023 წლის მარტში, თუმცა მას შემდეგ იკლებს და ოქტომბრისთვის 11.0%-ს შეადგენს.
ზოგადად, ქირის შემოსავლიანობა მაღალია თბილისში და იმ ქალაქებში, სადაც რუსი მიგრანტები გადავიდნენ საცხოვრებლად.
ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თბილისში უძრავ ქონებას ქირაობს ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო მიგრანტების წილი დაახლოებით 26%-ია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.