საქართველოში პოლონური პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამა ძლიერდება
საქართველოში პოლონური პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამა ძლიერდება. როგორც საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, პოლონეთში წარმებული პროდუქციის კამპანიის ფარგლეში, მომხმარებელი დეკემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით მაღაზიების თაროებზე პოლონეთის დროშის ნახვას შეძლებს.
„თბილისში ZBH PAIH-ის ინიციატივის ფარგლებში, უკვე 8 ქართულ სავაჭრო ქსელში, რაც ჯამში 692 ობიექტს მოიცავს, გამოფენილია პოლონეთში დამზადებული პროდუქცია, რომელიც მარკირებულია ნიშნით made in Poland. ამ კამპანიის წყალობით, დეკემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით მაღაზიების თაროებზე პოლონეთის დროშის ნახვას შეძლებთ. პროექტში მონაწილე მაღაზიები ასევე გთავაზობენ დამატებით ფასდაკლებებს პოლონურ პროდუქტებზე.
ინიციატივის მიზანია, დაარწმუნოს ქართველი მომხმარებელი, რომ შეიძინოს მაღალი ხარისხის კოსმეტიკა, საკვები პროდუქტები, საბავშვო სათამაშოები და სამშენებლო აქსესუარები პოლონეთიდან.
აქციაში მონაწილე ბრენდებია Bezgluten, Bogutti, Mokate, Kabisa, Kwidzyn, Lestello, E. Wedel, Mlekovita, Mlekpol, Piątnica, Roleski, Sante, Stokson, Tarczyński (SNACK !T), Tymbark, TAGO, Vobro, Sonko, @Awenta - systemy wentylacyjne, Deante, Ceramika Paradyż, Tubądzin, Tytan, Lirene, Joanna, Pharmaceris, Ziaja Polska, Ziołolek (Linomag), Kidwell i Caretero“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.