მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი შესაძლოა, ერთ თვეში დაიწყოს

news image
mbc image

ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი დაახლოებით ერთ თვეში მოხდება.

ქარის მინი-ტურბინებს  ენერგიის მიწოდების დარგში წამყვანი თურქული კომპანია TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ი აწარმოებს, ხოლო მის შემოტანას საქართველოში  ექსკლუზიური წარმომადგენელი ქართული კომპანია „გებ ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

როგორც Business Insider Georgia-ს „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა თამაზ ნასყიდაშვილმა განუცხადა, კომპანიას უკვე სამი შეკვეთა აქვს და მინი-ტურბინების შემოტანა საქართველოში უახლოეს ხანებში იგეგმება.

„გამოხმაურება და ინტერესი დიდია. ჩვენ ერთგვარი კვლევა გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ბევრი წარმოება ამ მიმართულებით დაინტერესებულია, ვინაიდან დღგ-ს თანხის დაბრუნებაზეა საუბარი და უფრო იაფი გამოსდით“, - აცხადებს ნასყიდაშვილი.

მისი განმარტებით, 10 კვტ-იანი ქარის ტურბინის შემოტანა საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში მოხდება.

„ერთ-ერთმა მსხვილმა სასურსათო ჰიპერმარკეტმა დაგვიკვეთა. ეს მისთვის იქნება პირველი სადემონსტრაციო ქარის ტურბინა“, - განმარტავს „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ქარის მინი-ტურბინით დაინტერესებულია ასევე სემეკიც და ამორგანიზაციის  სახურავზეც მალე მოხდება პირველი სადემონსტრაციო ტურბინის მონტაჟი.

რაც შეეხება ქარის ტურბინის ფასებს ეს მის სიმძლავრეზე და გარკვეულ ოფციებზეა დამოკიდებული, თუმცა როგორც „გებ ჯგუფში“ აცხადებენ დანადგარის ღირებულება 12-15 ათასი დოლარია.

ცნობისათვის, TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ის პროდუქციის პორტფელი მოიცავს ჭკვიან მზის სისტემებს, ქარის ტურბინებს, მზის ენერგიის სისტემებს, სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას და დისტანციური მონიტორინგის სისტემებს.

„გებ ჯგუფში“ მიაჩნიათ, რომ ტურბინები შესაძლოა, მოთხოვნადი იყოს კავშირგაბმულობის კომპანიებისთვისაც, რომლებიც თავიანთ გადამცემ ანძებს დიზელით, ან სხვა საშუალებებით ამუშავებენ.

ასევე ქარის ტურბინა ელექტროენერგიის მიღების ხელსაყრელი წყარო იქნება ფერმერებისთვის, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმროებისთვის და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორისთვის. 

არსებული ტექნოლოგიური განვითარება უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ მიღებული ჭარბი ელექტროენერგია გაიყიდოს.

რაც შეეხება თავად ქარის ტურბინის გაბარიტებს, საკმაოდ პატარაა და მაგალითად 10 კვტ-იანი ქარის ტურბინა 2,8 მეტრის სიმაღლისაა.

სემეკის დადგენილებით, ქარის მინი-სადგურებს ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვაა შესაძლებელი.

აბონენტს, რომელიც დააყენებს მზის თუ ქარის მიკრო სადგურს, განაცხადით უნდა მიმართოს „თელასს“ ან „ენერგო პროს“, იმის მიხედვით, თუ სად დგამს და შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან ამ აბონენტს უკვე დაუმონტაჟონ „ჭკვიანი მრიცხველი“.

შესაბამისად თუ სადგურის მიერ გამომუშავებული იქნება ჭარბი ენერგია გაუშვებს ქსელში, ხოლო დეფიციტის შემთხვევაში დანაკლისს ქსელიდან შეივსებს.

„თელასი“ და „ენერგო პრო“ საქმის კურსი არიან და უკვე იციან, რომ თუ დაინტერესებული კერძო თუ იურიდიული პირი მიმართავს განცხადებით რომ სურვილი აქვთ ე.წ. ნეტო-აღრიცხვაში ჩაერთონ, დამკვეთისა და ენერგეო სადისტრიბუციო კომპანიას შორის კომუნიკაცია უმოკლეს ვადებში ხდება“, - აცხადებს  „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა