საქართველოში ყველაზე დიდი ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo 2023 ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოში ყველაზე დიდი ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo 2023 ოფიციალურად გაიხსნა!
გამოფენა 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, 11 დან 6 საათამდე, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია 100-მდე კომპანია, რომელიც გთავაზობთ ახალ ბიზნეს შესაძლებლობებსადა უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ჩინეთიდან.
გამოფენა აერთიანებს 8 მთავარ სექტორს:
როგორც გამოფენის ორგანიზატორები (Kanchen International Exhibition Group -) გვიყვებიან, ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და ახალ საფეხურზე გადასვლას.
ეს ღონისძიება ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააფართოვონ პროფესიული კავშირები და ადგილზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მათ ჩამოაყალიბონ მომავალი ბიზნეს ხედვები.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეხვდნენ ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს დაადგილზე გაეცნონ ექსკლუზიურ პროდუქტებს ჩინეთიდან.
ამას გარდა „ჩინურ ნაწარმის გამოფენა არა მხოლოდ გამორჩეულ ღონსძიება არამედ ქართულ-ჩინური მეგობრობის სიმბოლოა. გამოფენა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.
წარმატებული თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს. „
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.