საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული
საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოქმედი პოლისების რაოდენობამ 138,219 ერთეული შეადგენდა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 10%-იანი ზრდაა, ხოლო 2022 წლის მაჩვენებლებთან 21%-იანი მატება.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ბოლოსათვის სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის კუთხით აქტიური იყო 126,065 პოლისი, ხოლო 2022 წლის ბოლოსათვის - 114,447 პოლისი.
რაც შეეხება სამედიცინო დაზღვევას, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოქმედი პოლისების რაოდენობა იყო 741,174 ერთეული, მაშინ როდესაც 2023 წლის ბოლოს ამ პოლისებს რაოდენობა 720,944 ერთეული. ზრდა წლიურ ჭრილში 3%-ია. 2022 წლის სტატისტიკით სამედიცინო დაზღვევის კუთხით აქტიური იყო 682,152 პოლისი. 2024 წელს 2022 წელთან შედარებით ზრდა 9%-მდეა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.