მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში ტექნოლოგიების ინდუსტრია, წლის ბოლომდე სავარაუდოდ, $800-$900 მილიონამდე გაიზრდება - გიორგი ციკოლია

news image
mbc image

საქართველოში IT სექტორი სწრაფად იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა „ლინეიტ საქართველოს“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ციკოლიამ განუცხადა.

მისი შეფასებით, სამ წელიწადში ტექნოლოგიების ინდუსტრიის მოცულობა საქართველოში თითქმის $1 მილიარდამდე გაიზარდა.

„საქსტატის ბოლო მონაცემებით, ის რაც IT სექტორში ხდება, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით, რა სეგმენტშიც ჩვენი კომპანია „ლინეიტ საქართველოა“  წარმოდგენილი, სერვისის ექსპორტის ნაწილში საგრძნობლად გაიზარდა. არის ვარაუდი, რომ წლის ბოლომდე ეს ინდუსტრია $800-$900 მილიონამდე გაიზრდება, ეს იმ ფონზე, როცა სამი წლის წინ ეს ინდუსტრია საერთოდ არ არსებობდა.

საქართველოს მასშტაბიდან გამომდინარე ქვეყანაში მილიარდი დოლარის მოცულობის ინდუსტრიის შექმნა 3 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი შედეგია.

შესაბამისად ვფიქრობ, რომ ინდუსტრია კარგად ვითარდება. ჩვენ კმაყოფილი ვართ 18 თვის შედეგებით, რაც ბაზარზე ვიმყოფებით. იზრდება კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა, ასევე მათი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში. ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს განათლების სექტორში, ასევე იმაში, რომ სტუდენტები წავახალისოთ, საშუალება მივცეთ, რომ დაიწყონ სამსახური და შეიძინონ პროფესია, რომელიც მათ ასევე მისცემს წვდომას საერთაშორისო ბაზრებზე“,- აღნიშნა ციკოლიამ.

„ლინეიტ საქართველოს“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კომპანიაში პირველივე დღიდანვე არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შიდა კადრების მომზადება ხდება.

„ჩვენი კომპანიის თანამშრომლების 70% ამ პროგრამის კურსდამთავრებულია და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. გადავწყვიტეთ, რომ ეს პროცესი საქართველოში გავაფართოოთ და კარი გაუხსნათ ყველა იმ სტუდენტის, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

რა თქმა უნდა სააპლიკაციო პროცესია გასავლელი. ჩვენს პირველ სასწავლო კურსში მონაწილეობის სურვილი 600-მა სტუდენტმა გამოთქვა, საიდანაც 25 შევარჩიეთ. აქედან 6 სტუდენტი ავიყვანეთ [ 1%] როგორც სტაჟიორი, რომელთაც ხელფასს ვუხდიდით და დღეს ისეთი რეალობის წინაშე ვართ, რომ მათ სრულ განაკვეთზე სამსახურს“, - აცხადებს ციკოლია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა