მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის პირველი სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება

news image
mbc image

Colab-ში დიდი სიახლეები გვაქვს, პირველ რიგში ის რომ ჩვენმა სასწავლო აკადემიამ  ლოკაცია შევიცვალა და ბინა ახალ ქოვორქინგ სივრცე ნეთვორქში დაიდო, სადაც ამიერიდან ჩატარდება ჩვენი ყველა ლექცია, აცხადებს კოლაბის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ელენე ბერეკაშილი.
 

რაც შეეხება ჩვენს კურსებს, გამოვარჩევდი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურს უძრავი ქონების გაყიდვების და მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსს, რომელსაც ჩვენი სუპერ სპიკერები, ქეთი ადეიშვილი და ნინი მარიამიძე უძღვებიან.
Business Insider Georgia-თან საუბრისას ელენემ აღნიშნა, რომ დღეს ტრენინგებისა და სასწავლოკურსების ფართო  არჩევანის მიუხედავად ვერ იპოვით პროგრამას, რომელიც უძრავი ქონების ჭრილში გაყიდვების და მარკეტინგის საკითხებს თანაბრად მოიცავს.

„უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე პროცესების სპეციფიკა გვიჩვენებს, რომ ამ სფეროშიწარმატებას გაყიდვების და მარკეტინგის ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა განაპირობებს. შესაბამისად  თუ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების სფეროში საქმიანობით, გაყიდვებით დამარკეტინგით, თუ უკვე დასაქმებული ხართ, ან გეგმავთ უძრავი ქონების სფეროში დასაქმებას, ესკურსი თქვენთვისაა! 

უძრავი ქონების გაყიდვების და მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი არის პრაქტიკულ ქეისებზეაგებული, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ პრაქტიკოსი მენტორების მრავალწლიანგამოცდილებაზე დამყარებული ცოდნა, მოისმინოთ კარგად ნაცნობი დეველოპერული პროექტებისშექმნის წარმატების თუ მარცხის რეალური ისტორიები, გაიგოთ მეტი უძრავი ქონების ბაზრისთავისებურებებზე, გაყიდვების პროცესის წარმატებით მართვაზე, გაყიდვების და მარკეტინგისეფექტურ ინსტრუმენტებზე. ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსიმენტორები ქეთი ადეიშვილი და ნინი მარიამიძე მზად არიან გაგიზიარონ საკუთარი გამოცდილება“, აცხადებს ელენე ბერეკაშვილი.

მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე დღეს გამოცდილი კადრების დეფიციტია, თუმცა Colab-ისსასერტიფიკატო კურსს მართლაც რომ საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალები უღძვებიან. 

„დღეს უძრავი ქონების ბაზარზე იშვიათად შეხვდებით გამოცდილ კადრებს, რომლებიც წლებისგანმავლობაში უწყვეტად საქმიანობენ აღნიშნულ სფეროში და რომელთა გამოცდილებაუკავშირდება წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან ერთად სხვადასხვა საფასო კატეგორიისა თუკონცეფციის დეველოპერული პროექტების განხორციელებას. ამ კურსის მენტორები კი სწორედ ამრიცხვს მიეკუთვნებიან.

ქეთი და ნინი უკვე მრავალი წელია წარმატებით მართავენ უძრავი ქონების გაყიდვების სრულ ციკლსდა მარკეტინგულ პროცესებს. მათი უშუალო სპეციალიაზაცია სწორედ უძრავი ქონების გაყიდვებისმართვა და მარკეტინგის მენეჯმენტია. მათ პორტფოლიოში სხვადასხვა ცნობილ დეველოპერულპროექტებთან ერთად წარმოდგენილია პირველი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი King David.

ქეთი და ნინი 2019 წლიდან დღემდე ანაგი დეველოპმენტში საქმიანობენ. სწორედ მათი ხელმძღვანელობით განხორციელდა კომპანიის ბრენდინგი, შემუშავდა გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგია, დაკომპლექტდა გაყიდვების გუნდი და რაც მთავარია შეიქმნა და გაყიდვაში ჩაეშვა კომპანიის მიმდინარე პროექტები: ???? ???? ვაკე, ???? ???? საბურთალო, ვილა ამბასადორი, City Home ავლაბარში და ??? ℍ??? ბათუმი“ და ა.შ. აცხადებს Colab-ის დამფუძნებელი.

 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://colab.ge/courses/real-estate-sales/

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა