მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოშიც დადგება დრო, როცა წერილობითი კორესპონდენციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება და მცირე პაკეტით ამანათის რაოდენობა გაიზრდება - ლევან ჩიკვაიძე

news image
mbc image

2024 წელს წერილობითი კორესპონდენცია მცირედით შემცირდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა.

„წერილობითი კორესპონდენცია თითქმის იგივე რაოდენობით გაიგზავნა. თუმცა არის კლება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობს. თუკი მსოფლიოს მასშტაბით წერილობითი კორესპონდენციების რაოდენობა იკლებდა, ჩვენთან ყოველწლიური მატება იყო და 2024 წელი პირველი წელია, როცა მცირედი  კლება დაფიქსირდა. ეს ბუნებრივია, რადგან ტექნოლოგიების ჩანაცვლებამ, წერილობითი კორესპონდენციების რაოდენობა, როგორც დანარჩენ მსოფლიოში საქართველოშიც შეამცირა.

საქართველოშიც დადგება დრო, როცა წერილობითი კორესპონდენციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება და ნაცვლად ამისა, გაიზრდება მცირე პაკეტით ამანათის რაოდენობა. ყველაზე მეტად მოხარული ვარ, რომ ქვეყნის შიგნით მცირე პაკეტით ამანათის მოძრაობა ინტენსიურად გაიზარდა. ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ საფოსტო მომსახურებით და ცვლიან ერთმანეთში მათთვის სასურველ პროდუქციას. ცალკე გამოვყოფდი ელექტრონულ კომერციას, რომელიც განვითარდა ქვეყნის შიგნით არსებულ პლატფორმებზე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ხდება ნივთების შეძენა, ასევე გაიზარდა ქვეყნის გარედან ელექტრონულ პლატფორმებზე შეძენილი ნივთების იმპორტი. ჩემი შეფასებით, ეს განაპირობა ინტერნეტიზაციამ. რეგიონები მოიხმარს აქტიურად და ამ მონაცემებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სადაც ინტერნეტის მიწოდება ხდება, იმ ტერიტორიაზე იზრდება გზავნილების სწრაფი მიღება. მაგალითად ქედაში, ინტერნეტიზაციის შედეგად, ორასი-სამასი პროცენტით არის გაზრდილი გზავნილების რაოდენობა.  ამან ნეგატიური ფაქტორებიც გამოიწვია, გადაიტვირთა ინფრასტრუქტურა. ამ შემთხვევაში საქართველოს ფოსტას არ ვგულისხმობ, ჩვენი უწყება ამას მომზადებული შეხვდა და გატარების რესურსი გაგვაჩნია. საქართველოს ფოსტა არ არის მხოლოდ ბაზარზე, დაახლოებით 2000-მდე კომპანიაა დაკავებული საკურიერო საქმიანობით და ელექტრონული კომერციის მოზღვავებამ გამოიწვია კონკრეტული პრობლემები, რაც ჩემთვის მძიმე აღსაქმელია, მაგრამ ვფიქრობ რომ ვითარება გამოსწორდება.  საქართველოს ფოსტამ შეძლო და დაამკვიდრა, ის რაც მთელ მსოფლიოშია, რომ საფოსტო საქმიანობა დაფუძნებულია ადრესატის მისამართსა და საფოსტო სერვისცენტრზე. ასეთი ინფრასტრუქტურის ნაკლებობამ განაპირობა ის, რომ სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ ამანათის ადრესატი ქუჩაში ხვდება კურიერს. ეს წააგავს ისეთი ქვეყნების მაგალითს სადაც არ არსებობს ინდექსაცია, მისამართები… ასეა ბანგლადეში, ინდოეთის გარკვეული ტერიტორია სადაც ადრესატებს ასეთ მომსახურებას უწევენ და იმ სოციუმისთვის ეს მისაღებია. საქართველოს ფოსტამ კონცეპტუალურად შეძლო იმის დამკვიდრება, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული ადრესატის მისამართზე ან საფოსტო მომსახურების ცენტრზე. ვფიქრობ,  რომ ეს კომპანიები განავითარებენ ინფრასტრუქტურას და მოწესრიგდება ეს საკითხები. მთავარია პროგნოზირება შეგვიძლია, რომ ელექტრონული კომერცია გაიზრდება და ყველა კომპანიამ მომხმარებელს შესაბამისი სერვისი უნდა შესთავაზოს“, - განმარტავს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა