მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სამტრედიაში შემნახველი მეურნეობა ამოქმედდა

news image
mbc image

ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“  ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „კაილაში“ იმერეთში, სამტრედიაში მარცვლეულის შემნახველი საწარმო მოაწყო.

შემნახველი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ  მზია გიორგობიანმა, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ დაათვალიერეს.

კომპანიამ „კაილაში“, თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილი შემნახველი მეურნეობის  მოსაწყობად,  „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ 450,000 ლარის ოდენობის სესხი მიიღო, საიდანაც 270,000 ლარს სოფლის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.  შპს „კაილაშისა“ და ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი  სიმინდის მოსავლის  თანამედროვე სტანდარტებით შენახვას პროგრამის ფარგლებში შექმნილი  1,000 ტონა მარცვლეულის შენახვაზე გათვლილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. შემნახველ საწარმოში 8  ადგილობრივია დასაქმებული.

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში” იმერეთის რეგიონს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში შექმნილი შემნახველი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაბინავების და შემდგომში რეალიზების  პროცესის შეუფერხებელ განხორციელებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის,  მზია გიორგობიანის განცხადებით, რეგიონების განვითარებისთვის, ადგილზე არსებული ბიზნესის მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს და, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა.

ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს,  საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში,  გურიასა  და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. პროგრამის მესამე კომპონენტის მიზანია  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს  ახალი საწარმოების შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას ან გადაიარაღებას.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საწარმო დაფინანსდა.  ჯამურად, დამტკიცებული სესხის ოდენობამ 32,6 მლნ  ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს  თანადაფინანსების მოცულობა 19,2 მლნ ლარს აღემატება.

 

 

 

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა