მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სახელმწიფოს მონაწილეობა ნამახვანის პროექტში აუცილებელია - გიორგი მარგებაძე

news image
mbc image

მსხვილი ჰესების გარეშე, როგორიცაა ნამახვანის ჰესების კასკადი, ხუდონის ჰესი და ნენსკრას ჰესი ენერგოსისტემის სტაბილური განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კაშხლიანი ჰესები პიკური მოხმარების პერიოდში მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

„ვიცით, რომ მსხვილი პროექტები როგორიც არის ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა - აკუმულირებადი ჰესები ანუ კაშხლიანი ჰესები, სადაც ხდება წყლის აკუმულირება, რომელიც რეჟიმული თვალსაზრისით ასრულებს ძალიან დიდ როლს და მნიშვნელობას.

ფაქტობრივად ყველაზე ძალიან როცა გიჭირს და როცა გაქვს პიკები, მაშინ რთავ და აბალანსებ შენს მოთხოვნა-მიწოდებას. ამის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია ქარი განავითარო, თუ მზე განავითარო - განახლებად ენერგიებს მათ შორის მცირე ჰიდროელექტროსადგურებიც რამდენი უნდა ააშენო? ჩვენ ვიცით რომ ზამთრის პერიოდში მდინარეებში წყალი იკლებს.

ამიტომ უმნიშვნელოვანესი არის მსგავსი სადგურები, რომ გვქონდეს და სახელმწიფოს როლი უნდა იყოს ამაში ძალიან დიდი. იმიტომ რომ დღეს ნამახვანჰესზე კერძო ინვესტორს რომ უთხრა - პროექტი პოტენციურად გვაქვს და მიდი განავითარე, ვინ შეყოფს ამ გაუგებრობაში თავს, როდესაც რაღაცეები მოხდა. მიტინგებს ვგულისხმობ და მავანი, რომელიც ებრძოდნენ ამ პროექტს? ამიტომ სახელმწიფო უნდა იყოს ის ვინც დაძრავს ამ პროექტს, დაიწყებს, დახარჯავს ფულს, მივა რაღაცა ეტაპამდე...

სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია, იმიტომ რომ სხვა ამ ტვირთს ვერ აიღებს საკუთარ თავზე. ფული, რომ გქონდეთ წახვალთ და ნამახვანის ასე ვთქვათ პროექტირებაში, მშენებლობაში შეხვალთ? კაცმა არ იცის იქ რა დაგხვდებათ ხომ? ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს აუცილებლად, მიიყვანოს რაღაცა ეტაპამდე - შეიძლება პირობითად 60% ააშენოს და შემდეგ გავიდეს ან ბოლომდე დაასრულოს და 100%-ით ააშენოს, ექსპლუატაციაში გაუშვას და გავიდეს. რაღაცა წილი დაიტოვოს იმიტომ, რომ მიმაჩნია რომ მსგავს პროექტებში სახელმწიფოსაც თავისი კონტრიბუცია აუცილებლად უნდა ჰქონდეს დარჩენილი“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა