მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სახლის დეკორისა და ხის სათამაშოების ბრენდმა „ბამომ“, პირველი მაღაზია გახსნა

news image
mbc image

კომპანია BAMO. ბამო-მ, რომელიც სხვადასხვა სახის დეკორს და ხის სათამაშოებს ამზადებს საკუთარი პირველი მაღაზია გახსნა. როგორც Business Insider Georgia-სთან „ბამოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თეკა ჯამაკაშვილმა განაცხადა, BAMO Shop-ი თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტულ ზონაში მდებარეობს და დაახლოებით ერთი თვეა რაც გაიხსნა. 

„საკუთარი მაღაზია გავხსენით, თბილისში, კერძოდ სოლოლაკში ასათიანის 52-ში. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან, რადგანაც მაღაზია მაინც ტურისტულ ზონაში, ძველ თბილისში მდებარეობს. მაღაზიაში ძირითადად წარმოდგენილი გაქვს დეკორი და სუვენირები.

გაყიდვებით ზომიერად კმაყოფილები ვართ. ალბათ, დასაწყისისთვის ნორმალური გაყიდვები გაქვს, თუ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გავითვალისწინებთ, რომელიც აისახება როგორც ტურისტზე, ისე შიდა მომხმარებელზე. 

ამ დროისათვის საწარმო გაქვს თბილისში, ჩვენსავე კერძო სახლში და რაც შეეხება გაყიდვებს წლიდან წლამდე ზრდა გაქვს, რადგანაც თანდათან უფრო მეტ მაღაზიაში შევდივართ, ვმონაწილეობთ სხვადასხვა ივენთებში და ფესტივალებში.  მიმდინარე მაჩვენებლებით გაყიდვები ფაქტობრივად გაორმაგებულია“, - აღნიშნა თეკა ჯამაკაშვილმა

„ბამო“ პროდუქციას ამზადებს შეკვეთით ისე საკუთარი საწარმოო ხაზის მიხედვით და ის თბილისის გარდა რეგიონებში სხვადასხვა მაღაზიაში წარმოდგენილი. 

„ჩვენ ვართ საოჯახო სახელოსნო საწარმო, რომელიც 2020 წელს ჩემს მეუღლესთან ერთად დავაფუძნე. ვმუშაობთ ხის სათამაშოებზე და დეკორზე და ვაწარმოებთ ასევე მცირე ზომის საბავშვო ავეჯს. თუმცა ახლა ამ პერიოდში ჩვენი სეგმენტი უფრო დეკორია, რომელიც შეიძლება იყოს პატარა სუვენირები, ისე დიდი ზომის დეკორატიული ნივთები. 

დეკორს ვამზადებთ როგორც ინდივიდუალური შეკვეთით, ისე ვმუშაობთ ჩვენს სტილში და გვაქვს საკუთარი ხელწერა. როგორც გითხარით გვაქვს, როგორც ინდივიდუალური შეკვეთები, ასევე გვაქვს მზა პროდუქცია, რომელიც იყიდება როგორც ონლაინ (ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით და საიტით), ისე მაღაზიებში. თბილისში და არა მხოლოდ თბილისში რამდენიმე მაღაზიაში ვართ წარმოდგენილები. ვართ მესტიაში, სიღნაღში, თელავში ჩვენს პარტნიორი სუბიექტების მაღაზიებში“, - აღნიშნა „ბამოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. 

ამ დროისათვის „ბამოს“ დეკორი აქტიურად იყიდება საერთაშორისო პლატფორმაზე etsy.com, ხოლო რაც შეეხება ხის სათამაშოების მიმართულებას, სამომავლოდ „ბამო“ შესაბამისი სტანდარტების დაცვით ევროკავშირს ბაზარზე შესვლასაც აპირებს, თუმცა მანამდე წარმოების გაფართოება და სპეციალური სივრცის შექმნა სურს, სადაც ადამიანები სხვადასხვა მასტერკლასებს დაესწრებიან. 

„ბამო“ არის ეკომეგობრული ოჯახური საწარმო, სადაც ყველაფერი მზადდება ბუნებრივი მასალისგან. ხის სახელოსნო-საწარმოში ყველა დეტალი იქმნება ხელით და საბოლოოდ ხელნაკეთი დეკორაციების, სათამაშოების და ნივთების ჯადოსნური სამყარო იქმნება. 


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა