სახლის ინტერიერისა და ეკომეგობრული ნივთების ბრენდი „ჰარმოსფერო“ პლედების ხაზს ამატებს
სახლის ინტერიერისა და ეკომეგობრული ნივთების ბრენდი ჰარმოსფეროს /Harmosphere დამფუძნებელი დიანა ლეჟავა Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ გეგაში აქვთ მომხმარებლებს ნაქსოვის პლედები შესთავაზონ. წარმოებისთვის მასალა უკვე შეძენილია და დამუშავების პროცესშია.
ბრენდი ამ დროისთვის 22 სახეობის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. კერძოდ, 7 სახეობის ტომსიკას, საპურეს, სუფრის გადასაფარებელს, წინსაფარს, ხელსახოცს, ჩაის ტილოს, ჩანთას, თეთრეულს. სხვადასხვა აქსესუარების ტომსიკები სრულიად ნატურალური ტილოსა და ბამბის ქსოვილისგან მზადდება, გარდა ფქვილის შესანახი ტომრისა.
„ჰარმოსფეროს“ ყველა პროდუქტი მზადდება საქართველოში, მუშაობენ თურქულ ქსოვილზე.
„ინდივიდუალურ მომხმარებლებს მათზე მორგებულ პროდუქციას უფრო მეტად სუფრებს ვთავაზობთ, ხოლო კორპორაციული შეკვეთის შემთხვევაში შეგვიძლია პროდუქტის ბრენდირება და ფერების შეხამება. კორპორაციული შეკვეთები ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი, წამყვანი მიმართულებაა. რესტორნებსა და სასტუმროებს ვუმზადებთ ბრენდირებულ საპურეებს, წინსაფრებსა და სუფრებს“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
2023 წელი ბრენდისთვის მარტივი არ აღმოჩნდა, რადგან City Mall-ში მაღაზია დახურეს. გასულ წელს პროდუქცია Veli-ზე დაამატეს.
ბრენდი 2021 წლის დასაწყისში შეიქმნა. ამ დროისთვის გეგმაში აქვთ, რომ მეორეჯერ მიიღონ პურის ფესტივალში მონაწილეობა, რადგან გასული წლის გამოფენა ბიზნესისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.