მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“სახლში სანებივროდ შენი ცხოვრებით ცხოვრება” - m2-ისა და “ნინეასგან”

news image
mbc image

სახლი, ჩვენი ცხოვრების რეალიზების ერთ-ერთი პლატფორმაა, ნებივრობა და საკუთარი თავისთვის  დროის დათმობა - ყველაზე დიდი ფუფუნება. ამიტომაც  m2 -ისა და “ნინეას” განსაკუთრებული კოლაბორაცია შედგა და მომხმარებელს, დღეს უკვე შეუძლია სახლში სანებივრო სამოსი m2 -ის ბრენდის შეტყობინების პრინტით - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ - შეიძინოს. 

„ნინეა“ უკვე 7 წელია სახლში სანებივრო სამოსს ქმნის და ყოველთვის ცდილობს ისეთი მრავალფეროვანი კოლექცია შესთავაზოს გოგონებსა და ქალბატონებს, რომ მათ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა ფორმისა და განწყობის მიხედვით შეძლონ.

სამოსის შეძენა ნებისმიერ მსურველს როგორც ონლაინ www.ninea.ge, ისე „ნინეას“ მაღაზიაში შეუძლია, m²-ის კოლაბორაციის  ნახვა კი შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.liveyourownlife.ge

„ნინეასთვის“ სახლი საუკეთესო ადგილია საკუთარ თავთან საკომუნიკაციოდ, საკუთარი ემოციების, გონებისა და სხეულის მოსასმენად“ -  ამბობს ანი იოსელიანი, „ნინეას“ თანადამფუძნებელი. ამიტომაც კოლაბორაციის ეს იდეა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

„სამოსზე სხვადასხვა შეტყობინების დატანა გამოცდილი ტენდენციაა იმისთვის, რომ ადამიანმა მისი ტარებით თავისი ცხოვრებისეული ხედვა, ფილოსოფია და დამოკიდებულებები აჩვენოს. როცა მომხმარებლის და ბრენდების ფილოსოფია ემთხვევა, ეს იდეოლოგიური კავშირია და სწორედ ისაა, რასაც ეძებს ყველა ძლიერი ბრენდი“ - ირინა დუმბაძე, m2 -ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

m2-მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წინ წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” - შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციებს ქმნიან.

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: “ჯოვანი მორა”, “კარპეტერია”, “ქეისი”, “ფუნდუკი”, “ლავსთარსი”, “ნინეა” და “მეთერსი”. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა. ნივთების შეძენა პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა