საკითხი უფრო მორალურია, ვიდრე სამართლებრივი და მიგვაჩნია, რომ ჩიხური სიტუაცია სწორად იქნას გაანალიზებული იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში ავითარებდა ჭიათურის მიმართულებით - თემურ ხონელია
„კომპანიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა ჭიათურელების მიმართ და ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ წლებია კომპანია ამუშავებს ზარალიან კომპანიას“ - განაცხადა კომპანია „CMC”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თემურ ხონელიამ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საუბრისას.
როგორც თემურ ხონელიამ აღნიშნა, წლებია კომპანიას ამუშავებს იმის მიუხედავად, რომ ათეულობით მილიონიან ზარალზე არის საუბარი.
„საუბარი არ არის 1 და 2 მილიონ ზარალზე, არამედ ათეულობით მილიონ ზარალზე. ამ პირობებში, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, არ მიგვაჩნია სწორად, რომ კომპანიას მეტი წნეხი ჰქონდეს შექმნილ სიტუაციაში და გამოსავალზე არ ვფიქრობდეთ. ეს საკითხი უფრო მეტად მორალურია, ვიდრე სამართლებრივი და შესაბამისად მიგვაჩნია, სწორი მიდგომების განვითარება. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩიხური სიტუაცია იქნას სწორად გაანალიზებული იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში ავითარებდა ჭიათურის მიმართულებით. კომისიის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მთელი რიგი განცხადებებიც გააკეთა და მიმდინარეობს ოპტიმალური ვერსიების შემუშავება სიტუაციის გაჯანსაღების და სტაბილიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა თემურ ხონელიამ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.