მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“საქკაბელი” პორტფელს Schneider Electric-ის პრემიუმ ხაზით – Merten D-Life-ით აფართოებს

news image
mbc image

„საქკაბელი“ მომხმარებლისთვის ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებას განაგრძობს. კომპანია ასორტიმენტს მორიგი სიახლით აფართოებს. ამიერიდან „საქკაბელის“ მაღაზიათა ქსელში საერთაშორისოდ აღიარებული ფრანგული ბრენდის, Schneider Electric-ის პრემიუმ ხაზის Merten D-Life-ის ელექტრო ფურნიტურის: როზეტების, ჩამრთველების, დიმერების, ინტერნეტისა და ტელეფონის როზეტების, განათებისა და ტემპერატურის მარეგულირებლების შერჩევას სამ ფერში: თეთრი, ანტრაციდი და ვერცხლისფერში შეძლებთ.    

აღსანიშნავია, რომ Merten D-Life-ის პროდუქციაში გამოყენებული მასალები, როგორიცაა თერმოპლასტიკი, მას მაღალი თბური დატვირთვის მიმართ დამატებით მედეგობას სძენს და  ელექტროშოკისა თუ მოკლე ჩართვის რისკს საგრძნობლად ამცირებს. პროდუქცია იდეალურად ერწყმის თანამედროვე ინტერიერს. მისი გამოყენება როგორც საცხოვრებელ ბინებსა და სახლებში, ისე სასტუმროებში, რესტორნებში, საოფისე თუ ინდუსტრიული ტიპის ობიექტებშია შესაძლებელი.   

Merten D-Life-ის პროდუქცია მწვანე პრემიუმ ეტიკეტს ფლობს, შესაბამისად ის ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს ჰალოგენს, ვერცხლისწყალსა და ტოქსიკურ მძიმე მეტალებს. პროდუქტი ასევე ფლობს RoHS სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ ის აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს წარმოებულ პროდუქციაში ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მავნე ელემენტების შემცველობის თვალსაზრისით.

“მოხარული ვართ, კიდევ მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა ჩვენს სანდო პარტნიორთან, Schneider Electric-თან და პორტფელი მათი პრემიუმ ხაზის Merten D-Life-ის პროდუქციით გავამდიდროთ. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით მსოფლიო ტენდენციებს და ვცდილობთ, მომხმარებელს ყოველთვის აქტუალური და ფუნქციური პროდუქტი შევთავაზოთ. ელექტრო საქონლის შეთავაზებისას კი მთავარ კრიტერიუმს – ხარისხს მკაცრად ვიცავთ. Merten D-Life-ის ხაზის დამატების გადაწყვეტილება სწორედ მომხმარებლის მხრიდან პრემიუმ ხაზის პროდუქციაზე გაზრდილ მოთხოვნას ეფუძნება.  აღნიშნული ელექტრო ფურნიტურის შეთავაზებით, ჩვენ მომხმარებელს არა მხოლოდ უსაფრთხო, უმაღლესი ხარისხისა და ფუნქციონალის მქონე პროდუქციით, არამედ ელეგანტური და თანამედროვე გადაწყვეტებით უზრუნველვყოფთ, რომელიც ჰარმონიაშია დახვეწილ დიზაინთან. ფორმის, ფერისა და მასალის სინერგიის მატარებელი Merten D-Life-ის პროდუქცია მატი, ხავერდოვანი ფაქტურის ზედაპირით მას უნიკალურსა და განსაკუთრებულს ხდის. ამიერიდან, ჩვენი მომხმარებელი შეძლებს თავად გამოცადოს აღნიშნული პროდუქტის პრემიუმ ხარისხისა და დიზაინის უპირატესობები“ – აცხადებენ “საქკაბელში”.   

Merten D-Life-ის პრემიუმ ხაზის პროდუქცია არაერთ ქვეყანაში წარმატებით გამოიყნება. საქართველოში კი, მის შერჩევას „საქკაბელის“ ქსელში შეძლებთ.

ინფორმაციისთვის: Merten-ი გერმანული ბრენდია, რომელიც 1906 წლიდან, საერთაშორისოდ ცნობილია მისი დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური გადაწყვეტებით. 2006 წელს Merten-ი Schneider Electric-ის ჯგუფს შეუერთდა, რითაც გააძლიერა ჯგუფის პოზიცია გლობალურ ბაზარზე. Merten-ის პროდუქტების შემუშავებასა და განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ისეთი ფაქტორები ასრულებს, როგორიცაა: ინოვაცია, ხარისხი და დიზაინი. Merten-ის პროდუქცია აქტიურად გამოიყენება ჭკვიანი სახლების მოსაწყობად.  

“საქკაბელი“ ქართულ ბაზარზე 1958 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს  როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. 2013 წლიდან, “საქკაბელი” Schneider Electric-ის ოფიციალური წარმომადგენელია და საკუთარ პორტფელში მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის ელექტო ფურნიტურასა და ავტომატურ ამომრთველებს აერთიანებს.

 

„Merten D-Life“ – პრემიუმ ხარისხი და ელეგანტური დიზაინი
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა