„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
,,საქკაბელი’’, როგორც საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, ინოვაციების დანერგვასა და საწარმოო ხაზის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი - ბრონირებული კაბელი წარადგინა.
ბრონირებულ NAYBY კაბელს გამძლეობა გამოარჩევს. წარმოების პროცესში გამოყენებული ორმაგი გალვანიზებული ფოლადის/ალუმინის ბრონი უზრუნველყოფს კაბელის მედეგობას მაღალი მექანიკური დატვირთვის წერტილებში, როგორებიცაა: მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბები, მაგისტრალები, სადინრები და სხვ.
გარდა ამისა, აღნიშნული ტიპის კაბელი აქტიურად გვხვდება ინფრასტრუქტურულ პროექტებში: აეროპორტები, რკინიგზა და საავტომობილო გზები, სადაც კაბელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო განაწილებას.
აღსანიშნავია, რომ NAYBY კაბელი ალუმინის დენგამტარითაა დამზადებული, ხოლო NYBY კაბელი წარმოადგენს მის ანალოგს, რომლის შემთხვევაშიც დენგამტარი ძარღვი სპილენძისაა.
“გვეამაყება, რომ „საქკაბელი“ პირველია ადგილობრივ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს ბრონირებულ NAYBY კაბელს სთავაზობს. აღნიშნული კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებში. სპეციალიზებული მანქანა-დანადგარებით შექმნილი პროდუქტი შეიძლება განთავსდეს, როგორც შენობის შიგნით, ასევე გარეთ, საკაბელო არხებში, ბეტონში და მიწაში. კაბელის გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა - იქნება ეს ქვესადგურებიდან საცხოვრებელ, კომერციულ თუ სამრეწველო ზონებში ელექტროენერგიის განაწილება; განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადაცემა/შენახვა თუ სხვ. ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში წარმოებული, ევროპული სტანდარტის პროდუქციით, საკაბელო ინდუსტრიის წინსვლასა და სიახლეების დანერგვას. “, - განაცხადა „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ.
ინფორმაციისათვის: “საქკაბელი” ქართულ ბაზარზე 1958 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.