,,საქკაბელმა’’ ჩეხეთში ექსპორტი განახორციელა
ევროპული სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვით შექმნილ ,,საქკაბელის” პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. კომპანია გეოგრაფიულ არეალს აფართოებს და მორიგი ექსპორტი ჩეხეთის რესპუბლიკაში განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ „საქკაბელის“ პროდუქტს მინიჭებული აქვს ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტისა (EZÚ) და მულტინაციონალური ინსპექციის, ტესტირებისა და მასერტიფიცირებელი ორგანო “SGS”-ის მიერ სერტიფიკატები. კომპანია ასევე ფლობს ევროკავშირის მიერ მიღებულ სამშენებლო პროდუქტების რეგულაციასთან (CPR) შესაბამისობის სერტიფიკატს.

“მოხარული ვართ, რომ ,,საქკაბელის’’, როგორც საერთაშორისო სტანდარტის ქართული პროდუქციის მწარმოებლის პოზიცია ევროპულ ბაზარზე ძლიერდება. წარმადობისა და სიმძლავრეების გაზრდამ, კონკურენტუნარიანმა საფასო პოლიტიკამ საექსპორტო არეალის გაფართოება გაგვიმარტივა, ამჯერად ექსპორტი ჩეხეთის რესპუბლიკაში წარმატებით განვახორციელეთ.
სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ელექტრო კაბელების გამოფენებში ხშირად ვიღებთ მონაწილეობას. რამდენიმე თვის წინ, ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გამართულ გამოფენაზე„საქკაბელის“ პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი უშუალოდ ადგილზე გაეცნო წარმოების პროცესს. ვიზიტის ფარგლებში შედგა როგორც მანქანა დანადგარების, ასევე „საქკაბელის“ აკრედიტებული ლაბორატორიისა და ნედლეულის საფუძვლიანი შესწავლა, რის შემდგომაც განხორციელდა „საქკაბელის“ პროდუქციის ჩეხეთის რესპუბლიკაში გაგზავნა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, სამომავლო საექსპორტო აქტივობები კიდევ იგეგმება.
ევროპისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე, „საქკაბელის“ პროდუქცია უკვე სარგებლობს მაღალი სანდოობით. ჩეხეთის რესპუბლიკის ბაზარზე შესვლა კი, კიდევ მეტად ამყარებს ჩვენს პოზიციას საკაბელო წარმოების გლობალურ ლიდერებს შორის. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მსოფლიოს მასშტაბით დავუჭიროთ მხარი ინფრასტრუქტურულ პროექტებს“, – „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.

„საქკაბელი“ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 2010 წლიდან ეწევა. 2023 წლიდან, „საქკაბელის“ პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში გამოჩნდა. მიმდინარე წელს, კომპანიამ საექსპორტო არეალი კიდევ გააფართოვა და საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელში განახორციელა.

საქკაბელის შესახებ:
„საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 67-ე წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის. გარდა ამისა, „საქკაბელის“ პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.
სხვა სიახლეები
4-წლიანი პარტნიორობის შეჯამება და ახალი სტრატეგია: „აგროსიმა“ და „კლოუნ ქიმია“ თანამშრომლობას აფართოებენ
29.10.2026.16:00
კომპანია „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.
გასულ თვეს აგროსიმას „კლოუნ ქიმიას“ წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამეს, მიღწეული შედეგები გააანალიზეს და ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი დაგეგმეს. აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „აგროსიმას“ მკაფიო სტრატეგიას - ქართველ ფერმერებსა და აგრომეურნეობებს შესთავაზოს მაღალეფექტური და მრავალფეროვანი პესტიციდები.
„ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებისა და თანამედროვე აგროგამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შევაფასეთ გასული წლების შედეგები და დავსახეთ განახლებული სტრატეგიები, რაც უახლესი თაობის პესტიციდების პორტფელის გაფართოებასა და ქართველი ფერმერებისთვის მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნული სიახლეების დამატების შემდეგ, „აგროსიმას“ პორტფელში 70-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პესტიციდი და აგროქიმიკატი გაერთიანდება. 9-წლიანი ოპერირების მანძილზე შევძელით და საქართველოს ბაზარზე არაერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ, „კლოუნ ქიმია“ კი ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია,“ - აცხადებს „აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.
„კლოუნ ქიმია“ არის განვითარებაზე ორიენტირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია პესტიციდების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. დაარსების დღიდან კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებს, რითაც ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
კომპანია „აგროსიმამ“ საწყის ეტაპზე საქმიანობა 10 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა. განახლებული და მრავალფეროვანი პორტფელი სრულად ფარავს აგროსექტორის საჭიროებებს და მოიცავს: ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფა.