მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვაგზავნით პროდუქციას - „ჯეინის თოჯინები“

news image
mbc image

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ჯეინის თოჯინები“ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. პროდუქცია მზადდება სრული სტანდარტების დაცვით, ბუნებრივი, ანტიალერგიული მასალებისგან და სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის. კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით,  Business Insider Georgia დამფუძნებელს, ჯეინ გომურაშვილს ესაუბრა. მისი თქმით,  მოთხოვნა სათამაშოებზე მზარდია, ასორტიმენტი კი მრავალფეროვანი.  რიგი სათამაშოები განსაკუთრებული მოთხოვნით გამოირჩევა.
„ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ძირითადი სათამაშო, რომელიც  ძალიან პოპულარული გახდა არის თოჯინა საკუთარი გარდერობით - ასე დავარქვით. ეს არის თოჯინების ხაზი, რომელსაც მოჰყვება გამოსაცვლელი ტანისამოსი, საწოლი, გარდერობი და საკიდები ანუ სხვადასხვა ნივთები შედის კომპლექტაციაში. მომხმარებელი, როგორც ირჩევს და რაც სურს ამის მიხედვით. გარდა ამისა,  გვაქვს ცხოველები ძალიან ბევრი სახის.  100-ზე მეტი  მოდელი გვაქვს ალბათ დამზადებული. შეძენა ხდება ონლაინ პლატფორმით“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ჯეინ გომურაშვილი.

მისი თქმით, „ჯეინის თოჯინები“ აქტიურად იყიდება ისეთ ონლაინ პლატფორმაზე, როგორიცაა ETSY.

„არსებობს ასეთი პლატფორმა ETSY, რომელიც არის მსოფლიოში მესამე- მეოთხე. ეს არის სპეციალურად ხელნაკეთი ნივთების პლატფორმა. ამ პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია,  რომ დარეგისტრირდეს. საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გამიგზავნია ნივთები, ამას არ აქვს საბითუმო დატვირთვა, უფრო საცალო გაყიდვებია.  ზოგადად, უცხოეთში ბევრად ფასობდა ხელნაკეთი სათამაშოები. საქართველოში თავიდან ძალიან გაუჭირდა, თუმცა ამ ბოლო დროს მიმაჩნია, რომ ქართველმა მომხმარებელმა ისწავლა შეფასებაც და დაფასებაც. ზოგადად,  ყველას ჰგონია, რომ როცა კონკურენცია იზრდება ცუდია, მაგრამ მე ვთვლი, რომ  პირიქით კარგია. იმიტომ, რომ ელემენტარულად მარტო შენ აღარ ზრუნავ ამ რაღაცის რეკლამირებაზე, სხვებიც ზრუნავენ და მომხმარებლამდე მიდის ინფორმაცია და მეორე ის, რომ მომხმარებელს აქვს უკვე შედარების საშუალება. თუ კარგად აკეთებ შენს საქმეს ძალიან გეხმარება“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ჯეინ გომურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია 8 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის დაარსების იდეა საკუთარი შვილისთვის შექმნილ სათამაშოს უკავშირდება. ამის შემდეგ გადაწყვიტა დამფუძნებელმა ამ ყველაფრის საქმედ ქცევა. ჯეინ გომურაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მან საქმიანობა დაიწყო,  მსგავსი ტიპის სათამაშოები ქართულ ბაზარზე არ არსებობდა და სწორედ „ჯეინის თოჯინები“ აღმოჩნდა  პირველი, ვინც ამ ყველაფერს ხელი შეუწყო.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა