საკმაოდ კარგი სეზონია, ზრდა არის ყველა მიმართულებით - სასტუმრო Carpe Diem-ის გენერალური დირექტორი
საკმაოდ კარგი სეზონია, ზრდა არის ყველა მიმართულებით, - აცხადებს გუდაურში მდებარე სასტუმრო Carpe Diem-ის გენერალური დირექტორი ილია ბარბაქაძე.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ არასტაბილურობას Hotel Carpe Diem Gudauri-ის ჯავშნებზე გავლენა არ მოუხდენია.
„პოსტ კოვიდურ პერიოდთან შედარებით სტუმრების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია. რომ გითხრათ კოვიდ-პანდემიის შემდეგ ასეთი დატვირთულობა გუდაურში არ ყოფილა და ჩვენი სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან. პირადად ჩემი პარტნიორები ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან არიან, ისრაელიდან, ლიეტუვიდან, ესტონეთიდან და სხვა. გვყავს ადგილობრივი სტუმრებიც გვყავს. ერთიანი შეფასება, რომ გავაკეთოთ საკმაოდ კარგი სეზონია, ზრდა არის ყველა მიმართულებით.
ჩვენ საკმაოდ სტაბილური პარტნიორები გვყავს და მათი ჯავშნები ძალაში დარჩა. დეკემბრის მეორე ნახევრიდან უკვე მივიღეთ სტუმრები და მარტის ბოლომდე ასე უწყვეტ რეჟიმში მოვემსახურებით. ცვლილება არაფერს არ შეხებია“, - განმარტავს ილია ბარბაქაძე.
Hotel Carpe Diem Gudauri გენერალური დირექტორის თქმით, სასტუმროს დატვირთულობა მაღალია. მაგალითისთვის, თებერვლის დატვირთულობა 70%-ს უკვე გადასცდა.
Hotel Carpe Diem Gudauri 2011 წელს გაიხსნა და ის 70 სასტუმრო ნომერს აერთიანებს. Carpe Diem-ს ერთდროულად 120-დან 150-მდე სტუმრის მასპინძლობა შეუძლია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.