საკონდიტრო 21-წლიანი ისტორიით - როგორ ეხმარება საქართველოს ბანკის მობილბანკი „დონას“ მიზნების მიღწევაში
უკვე 21 წელია, რაც ბათუმში საკონდიტრო „დონა“ მომხმარებლებს საფირმო ტკბილეულით უმასპინძლდება. ყველაფერი ძალიან პატარა სივრციდან დაიწყო, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, დღეს კი დონა, სამი ფილიალით და 200-მდე თანამშრომლით, ქალაქის გამორჩეულ სიმბოლოდ იქცა.
ახალი ფილიალების გახსნა და ბიზნესის გაფართოება დონას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნის მიღწევაში კი მას საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი დახმარებას უწევს.
საკონდიტროს მენეჯერი, სოფო დავითაძე გვიზიარებს, თუ როგორ უმარტივებს საქმიანობას საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი.
„ბიზნესი 21 წლის წინ დავიწყეთ. თავიდან ძალიან პატარა სივრცეში ვმუშაობდით. დროსთან ერთად ბევრ სიახლეს ვითვისებდით და გამოცდილებას ვიღებდით. დღეს უკვე დონას სამ ფილიალს ვამუშავებთ და ჩვენი ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ.
ჩვენთვის დრო მნიშვნელოვანი რესურსია, ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ვიმუშაოთ, ამაში საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი გვეხმარება“, - ამბობს სოფო დავითაძე.
მისი თქმით, სამომავლო მიზნების მისაღწევად, ბიზნეს მობილბანკში შეგროვებადი ანაბარი გახსნეს, რომელიც თანხის მარტივად და კომფორტულად დაგროვებას გვთავაზობს.
„აპლიკაციის დახმარებით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია თვალი ვადევნოთ, რა მოცულობის თანხა გვაშორებს და რამდენი პროცენტით მივუახლოვდით დასახულ მიზანს“, - აღნიშნავს სოფო.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ოთხი ტიპის ანაბარია ხელმისაწვდომი - ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი. შეგროვებად ანაბარს, რომლითაც საკონდიტრო დონა სარგებლობს, რამდენიმე უპირატესობა აქვს - მისი გახსნა 10 ლარიდანაა შესაძლებელი, სარგებელს კი მომხმარებელი, სურვილისამებრ, ყოველთვიურად ან ვადის დასრულებისას გაიტანს. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ანაბრის ციფრულად გახსნის შემთხვევაში, მომხმარებლებს დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს - ვადიანი ანაბრის ლარში ან შეგროვებადი ანაბრის ნებისმიერ ვალუტაში ონლაინ გახსნისას, ბიზნეს მომხმარებლები 0.25%-ით მეტ სარგებელს მიიღებენ.
ანაბრის ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის მხოლოდ ერთი ნაწილია. აპლიკაცია აერთიანებს არაერთ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს, რომელიც ბიზნესებს პროცესების ოპტიმიზაციასა და განვითარებაში ეხმარება. მათ შორისაა ბიზნეს ნაკრებები, ბიზნეს შეთავაზებები, ჩატის ფუნქციონალი 24/7 მხარდაჭერით და სხვა. სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ახლახან Global Finance-მა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა.
საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესებისთვის ინოვაციების დანერგვას და საკონდიტრო დონას მსგავსად, კიდევ არაერთ ბიზნესს გაუზიარებს ახალ შესაძლებლობებს სწრაფი განვითარებისთვის.
ბიზნეს მობილბანკის ფუნქციონალების აღმოსაჩენად ან სასურველი ტიპის ანაბრის გასახსნელად ეწვიეთ ამ ბმულს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.