საკონდიტრო „სანდომმა“ ასორტიმენტს მარილიანი სნექის ხაზი დაამატა
საკონდიტრო კომპანია სანდომმა ასორტიმენტი გააფართოვა და ტკბილეულის ხაზს მარილიანი სნექის ხაზიც დაამატა. ასევე, მიმდინარეობს ჩირეულისა და ტყლაპის ხაზის გაფართოებაც. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს მარკეტინგისა დასაზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეკლა თალაკვაძემ განუცხადა.
„გვაქვს საკმაოდ საინტერესო სიახლეები, ტკბილეულის ხაზის გარდა დავიწყეთ მარილიანი "სნექის'' ხაზის წარმოებაც, ორივე საწარმო თბილისშიც და დასავლეთ საქართველოშიც აღჭურვილია თანამედროვე, სრულად ავტომატიზირებული დანადგარებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დავიწყეთ ჩირეულის და ტყლაპის ხაზის გაფართოებაც. რაც შეეხება ექსპორტს, ამ ეტაპზე სანდომის პროდუქცია ექსპორტზე გადის პალესტინაში, ასევე გვაქვს დაინტერესება ჩინეთიდანაც. ჩვენი პრიორიტეტული ხაზია ვაფლი, რომელიც მზადდება ევროპული ტექნოლოგიითა და რეცეპტით და კიდევ უფრო ვგეგმავთ მის გაფართოებას“, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეკლა თალაკვაძე.
ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია "სანდომი" უკვე 11 წელია წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქციით. კომპანია, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტებით, პროფესიონალთა გუნდი უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობს პროდუქციის დახვეწასა და განახლებაზე. საწარმოში პერიოდულად მოწვეულნი არიან უცხოელი ტექნოლოგები. თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრენინგებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. კომპანია არის ISO:22000-2005 სტანდარტის მფლობელი, რაც იმის დასტურია, რომ სანდომი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, ქართულ პროდუქტს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.