მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საკრუიზო გემით მოგზაურობაზე ზაფხულის მსგავსად შემოდგომაზეც მაღალი მოთხოვნაა - Cruiser

news image
mbc image

საკრუიზო გემით მოგზაურობაზე ზაფხულის მსგავსად შემოდგომაზეც მაღალი მოთხოვნაა. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კრუიზერი • Cruiser-ის თანადამფუძნებელმა ანა კირკიტაძემ განაცხადა. კირკიტაძის თქმით, კრუიზულ დასვენებაზე ზაფხულში მოთხოვნა თითქმის 100%-ით იყო გაზრდილი. 

„ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მოთხოვნა იყო ხმელთაშუა ზღვის კრუიზებზე. გეტყვით, რომ მოთხოვნა იყო უფრო მაღალი, ვიდრე 2023 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, საუბარია თითქმის 100%-იან ზრდაზე. მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, წლევანდელ წელს განსხვავება იყო ის, რომ კრუიზებზე ჯგუფური ჯავშნები წამოვიდა, რაც აქამდე არ ყოფილა. კომპანიები, რომლებიც დადიოდნენ ევროპის, ან ანტალიის მიმართულებით, საუბარი მაქვს 30-40 კაციან ჯგუფებზე ახლა უკვე წამოვიდნენ კრუიზებზე. როგორც წესი აქამდე ინდივიდუალური ჯავშნები შემოდიოდა“, - ამბობს Cruiser-ის თანადამფუძნებელი.

მისივე განმარტებით, წელს კრუიზული პაკეტების ფასები თითქმის შარშანდელის იდენტური იყო. 

„რაც შეეხება ფასებს, კრუიზულ მოგზაურობაზეც და ავიაბილეთებზეც დაახლოებით გასული წლის იდენტური იყო. ანუ დიდი განსხვავება არ ყოფილა“, - ამბობს კირკიტაძე.

ზოგადად ხმელთაშუა ზღვის კრუიზები აქტიური ნოემბრის შუა რიცხვებამდეა, შესაბამისად ამ მიმართულების გაყიდვები ისევ აქტიურად მიმდინარეობს.

„განსაკუთრებით ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში, როდესაც გემი რელოკაციაც აკეთებს და ერთი ზღვიდან გადადის მეორე ზღვაში. ეს შეიძლება იყოს ცოტა ხანგრძლივი მარშრუტებიც და საკმაოდ დაბალ ფასად. აღნიშნულ კრუიზებზე არის დიდი მოთხოვნა. დეკემბერ-იანვრიდან კი უკვე არაბეთის ზღვის სეზონი იწყება. არაბეთის ზღვიდან გასვლა როგორც წესი აბუ დაბიდან ან დუბაიდანაა, საიდანაც მიდიან კატარში, ომანში და სხვა მიმართულებებით“, - აცხადებს Cruiser-ის თანადამფუძნებელი.

​Cruiser-ში, რომელიც იტალიური ბრენდის Costa Cruises-ი პაკეტებს აქტიურად ყიდის, განმარტავენ, რომ  Costa Cruises-ს პაკეტები საკმაოდ ადეკვატურ ფასში აქვთ  და მარშრუტებიც ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გააჩნიათ. 

„ჩვენ ძირითადად ვყიდით Costa Cruises-ის კრუიზებს, გამომდინარე იქიდან, რომ ფასი ხარისხთან შედარებით ყველაზე ადეკვატურია. კრუიზებზე მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ კატეგორიას თუ რა ასაკობრივი კატეგორია ისვენებს. რაც უფრო პრემიუმ ტიპის ლაინერებია მით უფრო ასაკიანი  ხალხი დადის როგორც წესი ასეთი ტიპის კრუიზებზე. Costa Cruises-ი და  MSC Cruises პოზიციონირებენ როგორც საშუალო სეგმენტის და შესაბამისად ასაკობრივადაც საშუალო ასაკის ხალხზეა გათვლილი. ჩვენი ბზარიდან საშუალო ასაკის ადამიანებში Costa Cruises-ი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს“, - აცხადებს ანა კირკიტაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა