მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამაგიდო თამაშების მოყვარულებს Gorgasali Battle Royale-ის შეძენა უკვე VELI.store -ზეც შეუძლიათ

news image
mbc image

BG Era Games / ბიჯი ერა გეიმსის პოპულარული თამაში ,,გორგასალი“ უკვე VELI.store-ზეც ხელმისაწვდომია. კომპანიისთვის წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით აქტიურია. როგორც Business Insider Georgia- თან BG Era Games -ის თანადამფუძნებელი ვახტანგ ინორაძე ამბობს, უახლოეს მომავალში ორი ახალი თამაში დაემატება.

მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ „მეგალომანია“ გახდა ერთადერთი ქართული სამაგიდო თამაში, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოს ყველაზე დიდ სამაგიდო თამაშების ონლაინ პლატფორმაზე, boardgamearena.com-ზე.

,,სამაგიდო თამაშები მომხმარებლებისთვის სხვადასხვა არხის მეშვეობით მარტივად ხელმისაწვდომია. შესაბამისად, დიდი ინტერესია რეგიონებშიც, სადაც ჩვენი ნამუშევრები უკვე ძალიან პოპულარულია და მოთხოვნა მუდმივად მატულობს. უკვე VELI.store -თან მივაღწიეთ შეთანხმებას და იქაც განთავსდა ჩვენი პროდუქტი. ,,გორგასლის“ შემდეგ შექმნილი თამაში ,,მეგალომანია“ კი boardgamearena.com-ზე გამოჩნდა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს არის სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მსოფლიოში, რომელსაც თვეში 15 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. დამატებით ვმუშაობთ ახალ თამაშზე, რომელიც მალე გამოვა. სამაგიდო თამაშების ბაზარზე საბოლოოდ  4 ახალი თამაში დაგვემატება“, - ამბობს ვახტანგ ინორაძე.

BG Era Games -ის თანადამფუძნებელი სამაგიდო თამაშების სირთულეზეც დასძენს და აცხადებს, რომ  იდეის შემუშავება და შემდეგ ამ იდეის სისრულეში მოყვანა საკმაოდ რთულია, რის დაძლევაც თამასების შემქმნელებს უწევთ.

,,თემატიკის მოფიქრება, მექანიკის შემუშავება, ისტორიის შექმნა და დაბალანსება გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული. უნდა მოიგონო იდეა, რომელიც საინტერესო იქნება ყველასთვის, უნიკალური და ყველა სხვა თამაშისგან განსხვავებული. ეს მაშინ, როცა 100 000 თამაში არსებობს მსოფლიოში და განსხვავებული პროდუქტი უნდა შესთავაზო. სხვა მხრივ, უშუალოდ თამაშის წარმოების კუთხით, სირთულეები თითქმის არ არის, დღეს უკვე ადვილად ხელმისაწვდომია  საერთაშორისო  სტამბა, სადაც შექმნილი თამაშის დაბეჭდვა  მაღალი ხარისხით და მისაღებ ფასად არის შესაძლებელი“, - ამბობს ვახტანგ ინორაძე.

რაც შეეხება თამაშების ღირებულებას, ძირითადად სტანდარტულია, მათ შორის  VELI.store -ზე, სადაც BG Era Games -ის თამაშის შეძენა მომხმარებლებს 179 ლარად შეუძლიათ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა