მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“სამეფო თაფლი“ ასორტიმენტს ზრდის და ექსპორტისთვის ემზადება

news image
mbc image

კომპანია Royal Honey • სამეფო თაფლი ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. ნიმუშები გაგზავნილია უკვე რამდენიმე ევროპულ და აზიურ ქვეყნებში. როგორც Business Insider Georgia-სთან „სამეფო თაფლის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი გომელაურმა განაცხადა, სულ ახლახან კომპანია წარმოდგენილი იყო ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე და „სამეფო თაფლის“ პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ირკვევა, რომ საერთაშორისო გამოფენაზე „სამეფო თაფლის“ გამოჩენა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგანაც ლონდონის საერთაშორისო თაფლის ხარისხობრივ კონკურსში ოქრო აიღო.

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ ექსპორტზე გავიდეთ და რაც მთავარია ჩვენი პროდუქცია როგორც ქართველებს ასევე უცხოელებს ძალიან მოსწონთ,“ - განმარტავს გიორგი გომელაური.

„სამეფო თაფლი“ ადგილობრივ ბაზარზე დღეისათვის აქტიურადაა წარმოდგენილი. გიორგი გომელაურის თქმით, „სამეფო თაფლის“ პროდუქცია იყიდება იმ სუპერმარკეტების ქსელში, სადაც ხარისხიან პროდუქციას უპირატესობა ენიჭება. „სამეფო თაფლის“ პროდუქცია მოთხოვნადია, როგორც ადგილობრივების, ისე ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელების მხრიდან.
„სამეფო თაფლის“ პროდუქცია გარდა სუპერმარკეტებისა იყიდება Wolt-ზეც და თავად კომპანიის ვებგვერდის royalhoney.ge-ს მეშვეობითაც.

2024 წლის 9 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით „სამეფო თაფლის“ გაყიდვები დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი. კომპანიამ 2023 წელს 40 ტონამდე თაფლი აწარმოვა. „სამეფო თაფლი“ თაფლის გარდა გოზინაყს და თაფლის დისტილატსაც აწარმოებს, რაც კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, ქართული ბაზრისთვის შედარებით ახალი პროდუქტია და ჯერჯერობით მისი ცნობადობა დაბალია.

გაყიდვების ზრდის პარალელურად „სამეფო თაფლი“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეც მუშაობს და სულ ახლახან ბაზარს ველური მაყვლის მურაბა და ჟოლოს ჯემი შესთავაზა.

„საწარმო თავიდანვე ისეთი გეგმარებით აშენდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო წარმოების გაფართოება. ამიტომ ამ ფართის ათვისება მოვახდინეთ და ჯემებისა და მურაბების წარმოება დავიწყეთ. ამ დროისათვის საწარმო სრულადაა დატვირთული. ჯემებიც და მურაბებიც „სამეფო თაფლის“ ბრენდის ქვეშ იქნება წარმოებული. ველური მაყვლის მურაბა სიახლეა ქართული ბაზრისთვის. ანუ მაყვლის მურაბას კი აწარმოებენ, მაგრამ ველური მაყვლის მურაბას არა. მინდა გითხრათ, რომ  ველური მაყვლის პროდუქცია ბევრად პრემიუმ ხარისხია.

ჩვენი წარმოება რაოდენობაზე ორიენტირებული არ არის. ჩვენ გათვლას ხარისხზე ვაკეთებთ. ვცდილობთ, რომ ყველა პროდუქტი გვქონდეს პრემიუმ ხარისხის.

მიმდინარე წელს 5-5  ტონა ჯემი და მურაბა ვაწარმოებთ“ - განმარტავს გიორგი გომელაური.

კომპანია „სამეფო თაფლი“ დაარსდა და მას გააჩნია საკუთარი, დიდი საფუტკრე მეურნეობა, თუმცა თაფლის მიღება ხდება ადგილობრივი ფერმერებისგანაც.

„ყოველწლიურად ფუტკარს ვამთაბარებთ  4-5 ლოკაციაზე, რომ მივიღოთ მრავალფეროვანი და 100% ნატურალური პროდუქტი. ფუტკარს მხოლოდ ბიო პრეპარატებით ვმკურნალობთ.

თაფლთან ერთად მალევე გამოვუშვით ენერგეტიკული საკვები, თხილეული თაფლში და ფიჭიანი თაფლი, რომლებიც ჩვენი ინოვაცია იყო ქართულ ბაზარზე და დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლების მხრიდან.

2022 წლიდან ასევე გამოვუშვით ტრადიციული გოზინაყი და თაფლის დისტილატი.

ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, გამორჩეულები ვიყოთ როგორც ხარისხით ასევე გემოთი, და შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ ეს უკვე შევძელით“, - აღნიშნულია „სამეფო თაფლის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა