„სამეფო თაფლი“ განვითარებას განაგრძობს - გაფართოებული ასორტიმენტი, საკუთარი სავაჭრო სივრცეები და საერთაშორისო ბაზრები
„სამეფო თაფლი“ ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს ახალ პროდუქტებს სთავაზობს. კომპანიამ წარმოებულ პროდუქციას ქართული ჩურჩხელა დაამატა, ასევე პირველი ბრენდული ფილიალი გახსნა. „სამეფო თაფლის“ განვითარების, ახალი პროდუქტებისა და საექსპორტო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გომელაური ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს „სამეფო თაფლს“ ამ ეტაპზე და რა ახალი პროდუქტები დაემატა ასორტიმენტს?
ძალიან სასიამოვნო სიახლე გვაქვს - ჩვენს ასორტიმენტს დაემატა ჩურჩხელა, რომელიც საუკეთესო ყურძნის ბადაგისა და ქართული, უმაღლესი ხარისხის თხილეულისგან მზადდება. ხარისხი გემოშია გამოხატული.

მეორე სიახლე კი ის არის, რომ თბილისი მოლში გავხსენით ჩვენი ბრენდული ფილიალი, სადაც მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ჩვენს სრულ ასორტიმენტს და შეძენამდე დააგემოვნოს პროდუქცია.
როგორია მოთხოვნა კომპანიის პროდუქციაზე და რომელ პროდუქტებზეა მომხმარებელთა ინტერესი ყველაზე მაღალი?
სავსებით შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა დიდია ჩვენს წარმოებაში არსებულ ყველა პროდუქტზე და კონკრეტულად რომელიმე სახეობის გამორჩევა რთულია.
რა ეტაპზეა პირველი ბრენდული ფილიალის გახსნის პროექტი და როგორია კომპანიის გეგმები გაყიდვების არხების გაფართოების მიმართულებით?
წარმატებით დავიწყეთ ბრენდული ფილიალების გახსნა და ამ მიმართულებით საქმიანობას მომავალშიც გავაგრძელებთ. გვაქვს სურვილი, ყველა სტრატეგიულად სწორ ადგილას გავხსნათ ჩვენი ფილიალი. ამას, ცხადია, დრო დასჭირდება და ჩვენ ამ გზას მშვიდად და აუჩქარებლად მივყვებით. მშვიდი და გააზრებული ნაბიჯები ადამიანს რისკებისგან აზღვევს.

რა სიახლეებია ექსპორტის მიმართულებით? რომელ ბაზრებზე გეგმავთ შესვლას და რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას?
ექსპორტის მიმართულებითაც გვაქვს წარმატებები. დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანა და დღევანდელი სურათიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი წინსვლა გვექნება.
დღევანდელი მსოფლიო უკვე აცნობიერებს, რომ ჯანსაღი კვება სასიცოცხლოდ აუცილებელია. აქედან გამომდინარე, „სამეფო თაფლს“ საექსპორტო პერსპექტივა ძალიან დიდი აქვს.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ ვჩქარობთ. სიჩქარე ასოცირდება დიდ საბანკო ვალდებულებებთან და ხარისხის გაუარესების რისკთან, ამიტომ არსად გვეჩქარება.

ინფორმაციისთვის, კომპანია ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.
სხვა სიახლეები
„სამეფო თაფლი“ განვითარებას განაგრძობს - გაფართოებული ასორტიმენტი, საკუთარი სავაჭრო სივრცეები და საერთაშორისო ბაზრები
09.11.2026.14:00