მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამგორის რაიონში სკეიტ პარკის მშენებლობა დასრულდა

news image
mbc image

სამგორის  რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე სკეიტ პარკი მოეწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტი  ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებს შორის, რომელსაც თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს.

 

„დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. ბევრი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. პარალელურად, ქალაქში მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, პარკების განახლება, რეაბილიტაცია, სკვერების კეთილმოწყობა. ფეხბურთის ფედერაციასთან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ეს არის საფეხბურთო ცენტრების პროექტები, რომელიც ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სპორტით, ფეხბურთით და, ზოგადად, მოვახდინოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დანერგვა. სამგორის  რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ახლახან დავასრულეთ სკეიტ პარკის სამშენებლო სამუშაოები. ეს მიმართულება ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ძალიან  მიხარია, რომ ყველა პარკი, სადაც ასეთი ტიპის პროექტი განვახორციელეთ, სავსეა ახალგაზრდებით. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო სკეიტ პარკის მოედანი, მის გარშემო კი გამწვანდა 2 ჰექტარი ტერიტორია.

 

თბილისის მერმა აღნიშნულ პროექტზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიის „მწვანე პოლიტიკა“ ადრე არსებულისგან რადიკალურად განსხვავებულია და მიმართულია  მწვანე სივრცეების მაქსიმალურად გაზრდისკენ.

 

„ძალიან მიხარია, რომ მწვანე სივრცეების რაოდენობა დედაქალაქში იზრდება. ჩვენ გვახსოვს პოლიტიკა, როდესაც ხდებოდა მწვანე სივრცეების განადგურება და გაუბედურება, სპორტული სივრცეების გასხვისება იმისთვის, რომ სხვადასხვა სამშენებლო პროექტი განხორციელებულიყო. ჩვენ ეს პოლიტიკა რადიკალურად შევცვალეთ. გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე და მოწესრიგებული პარკი შევქმნათ; რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაისვენოს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება შევძლოთ. არაფერი ისე არ უხდება ამ ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა