მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამინისტროსთან წისქვილკომბინატებისა და მეხორბლეთა საკითხზე ვერ შევთანხმდით - ლევან სილაგავა

news image
mbc image

თვეზე მეტია საქართველოში წისქვილკომბინატები გაჩერებულია და ფქვილის ადგილობრივი წარმოება აღარ ხდება. ქვეყანა სრულად არის ფქვილზე იმპორტდამოკიდებული, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთიდან შემოდის. ამ ფონზე კი ადგილობრივი წარმოება გაჩეერებულია და შესაბამისად, იქ დასაქმებულებიც უმუშევრად არიან დარჩენილები. 

Business Insider Georgia-ს ინფორმაციით, გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის შეხვედრა შედგა, სადაც არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ადასტურებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა, რომელიც Business Insider Georgia-ს ამბობს, რომ შეხვედრა შედგა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 

„შეხვედრა ნამდვილად შედგა. სამწუხაროდ პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა. გვაქვს განსხვავებული პოზიცია სამინისტროსა და ასოციაციას. სამინისტროს, მთავრობას მიაჩნია, რომ  წისქვილკომბინატების ამუსავების შემთხვევაში ქვეყანაში პურის გაძვირების რისკი ვერ დაიზღვევა. ასოციაციას კი თვლის, რომ მათ მიერ წარდგენილი პროგრამა აზღვევს როგორც პურის გაძვირების რისკს, ასევე ფერმერებისგან ხორბლის მიღებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, რომ დღეისათვის არანაირი საშიშროება არ არის იმისა, რომ პურის ფასმა მოიმატოს.

„ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება, თუ შარშანდელს შევადარებთ, 10-15 ლარით ნაკლებია. მიმდინარეობს შეკრებები იმისთვის, რომ საკვებ პროდუქტებზე, მით უმეტეს, პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასებმა დაიკლოს. არის მოლოდინი, რომ პურის ფასიც შემცირდეს, მაგრამ ამას მუშაობა და დრო სჭირდება.
საქართველოს წელიწადში 800 000 ტონა ფქვილი სჭირდება. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ ხორბლის მწარმოებლები, მხოლოდ მომხმარებლები ვართ.

შარშან, პირველად, ფასების გაზრდის გამო, საქართველოში ადამიანებმა ხორბლის წარმოება დაიწყეს და 150 000 ტონა მოიყვანეს. ტენდენცია ასე უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ქართველი მეწარმეების ზარალს, გლეხი ყველაზე კარგი ეკონომისტია. მაშინ, როდესაც ხორბალი 1 ლარი და 10 თეთრი ღირდა, მათ არ ჩააბარეს პროდუქტი და გაძვირებას დაელოდნენ. ამასობაში, ფასი კლებისკენ წავიდა. რა თქმა უნდა, ის, ვინც შრომობს, არ უნდა დაზარალდეს, მაგრამ თავდაცვის მექანიზმებიც არსებობს, მაგალითად, როგორიც დაზღვევაა.

თუ ხორბლის ფასთან მიმართებით პურის ფასმა არ დაიკლო, ამ ფასზე ფოკუსირება კარგ შედეგს არ მოგვცემს. პური უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც ღირს. დღეს არანაირი საშიშროება არ არსებობს იმის, რომ პურის ფასმა მოიმატოს, პირიქით, მუშაობენ იმისთვის, რომ დაიკლოს კიდეც“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე.

წისქვილკომბინატების გაჩერების ფონზე კი ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც  ხორბლის მოყვანით არიან დაკავებულები პროდუქციას ვეღარ ყიდიან.

საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის  თავმჯდომარის ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით კი დაახლოებით 40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება. ამას ემატება ახალი მოსავალი, რომელიც 2 თვეში უნდა მიიღონ, თუმცა, რადგანაც საწყობები გადავსებულია არც ის იციან, სად წაიღონ ახალი მოსავალი.

საქართველოში რუსული ხორბლის საექსპორტო ბაჟით შემოტანის გამო, ხორბლის იმპორტი შემცირდა. ბიზნესი ფქვილის იმპორტზე გადავიდა, რომელზეც რუსეთიდან ექსპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს. ხორბლის იმპორტი შეჩრდა და ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩრდა, ადგილობრივი ფერმერები კი ხორბალს ვერ ყიდიან, რის გამოც საგაზაფხულო სამუშაობის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშაა..

ამ ფონზე ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას მიმართა და საკითხის გადაწყვეტის მიზნით ფქვილის იმპორტზე საპასუხო გადასახადის დაწესება მოითხოვა, რადგან  ეს ხორბლისა და ფქვილის იმპორტს თანაბარ პირობებში ჩააყენებს, შედეგად წისქვილები ამუშავდებიან, ფერმერების კი ხორბლის ჩაბარებასა და საჭირო სამუშაოების შესრულებას შეძლებენ, რათა ახალ სეზონზე ხორბლის ახალი მოსავალი მიიღონ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა