მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამხრეთ კორეაში ქართულ ღვინოსთან მიმართებით ინტერესი იზრდება

news image
mbc image

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, 22 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა „Seoul Wine and Spirits Expo 2023” გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია მონაწილეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ინტენსიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალი სტაბილური და პერსპექტიული ბაზრების მოძიების მიმართულებით;

ვფიქრობთ, რომ სამხრეთ კორეის ბაზარი არის სწორედ ერთ-ერთი მათგანი“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, რომელიც გამოფენის „Seoul Wine and Spirits Expo 2023” გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თარაშ პაპასქუასთან ერთად დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ტიპის მასშტაბურ გამოფენებში ქართული ღვინის წარდგენა ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

„სამხრეთ კორეა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია, სადაც სწორი მარკეტინგული სტრატეგიისა და მიზნობრივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდება ხელშესახები წარმატების მიღწევა. გამოფენის მიმდინარეობისას ნათლად ჩანს, რომ დიდია დაინტერესება როგორც უშუალოდ ქართული ღვინით, ისე  ისტორიითა და კულტურით. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტი სამხრეთ კორეაში მზარდია, თუმცა რესურსი დიდია და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მაჩვენებლების ზრდის რეალური პერსპექტივა გვაქვს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

„Seoul International Wine & Spirits Expo“, თავისი მასშტაბებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის  რეგიონში. მიმდინარე წელს გამოფენა 22-დან 24 ივნისის ჩათვლით იმართება. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებს, რაც    ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა.

გამოფენაში მონაწილე ქართული ღვინის მწარმოებლების შეფასებით, სამხრეთ კორეა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია, სადაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენენ ქართული წითელი და ქვევრის ღვინოების მიმართ.

„Seoul Interenational Wines and Spirits Expo“-ზე ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მეღვინეები აღნიშნულ გამოფენაში 2019 და 2022 წლებში მონაწილეობდნენ. თავდაპირველად, გამოფენაში მონაწილე კომპანიები შვიდს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი, ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა