მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას - GuF.გაფ

news image
mbc image

GuF.გაფ არის ნატურალური ტყავის, ხელნაკეთი, ეკომეგობრული საბავშვო ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დიზაინერს გუკო გასიტაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

გაფ.GuF არის ნატურალური ტყავის, ხელნაკეთი, ეკომეგობრული საბავშვო ფეხსაცმლისა და აქსესუარების წარმოება. საქმიანობა დავიწყეთ 2017 წელს. მომხმარებელს ვთავაზობთ 0 თვიდან 1 წლამდე ბავშვებისათვის ბუნებრივი ტყავისაგან შექმნილ, დახვეწილი დიზაინის მქონე ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. ასევე განსაკუთრებული გამოცდილებაა მომხმარებლისათვის ის, რომ სურვილისამებრ შეუძლია პატარას სახელის, გვარის ან ინიციალების ქართულ ენაზე ამოტვიფრა (გრავირება). უამრავი მშობელი ასეთ ფეხსაცმელს ინახავს სამახსოვროდ და ძვირფას მოგონებებს უკავშირებს. ასევე იდეალური არჩევანია, ახალშობილის მოსანახულებლად ან ნათლობაზე საჩუქრად მისართმევად. ასეთი პერსონალურად შექმნილი საჩუქრით ადრესატი ყოველთვის აღფრთოვანებული რჩება და აუცილებლად ამახსოვრდება.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენი მიმდინარე ასორტიმენტი მოიცავს საბავშვო ფეხსაცმელს, საწოვარას საკიდებს, ბაფთას, აბადოკ-ბაფთას, პაჟებსა და ქამრებს. თითოეულ სახეობაზე ვაკეთებთ გრავირებას პატარასთვის. პერსონალიზებული აქსესუარები საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს რომ თავისი შვილი გამორჩეულად გამოიყურებოდეს სკოლის ან ბაღის დაწყების დღეს, ზეიმზე, კონცერტზე, გამოსაშვებ თუ სხვა ღონისძიებაზე.
გარდა საბავშვო პროდუქტებისა, ჩვენთან შესაძლებელია ზრდასრულებისათვის, მოდური და გემოვნებიანი ჩანთების, პენლების, წელის ქამრების, სათვალის ქეისების და სხვადასხვა აქსესუარების შეკვეთაც. გვაქვს საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით და რაც ყველაზე მთავარია, ვამზადებთ შეკვეთიდან რამდენიმე დღეში. ასევე სრულად ვითვალისწინებთ დამკვეთის მოთხოვნებს და სურვილისამებრ ვცვლით მოდელის ფერებს, გაფორმებასა და სხვა დეტალებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ჩვენი საბავშვო პროდუქტები გათვლილია ძირითადად მცირეწლოვანთა მშობლებისა და მათთვის, ვისაც სურს უნიკალური საჩუქრის ჩუქება პატარასთვის. შესაბამისად, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. რაც შეეხება ჩანთებს და ზრდასრულთა აქსესუარებს, ამ სეგმენტშიც ფართოა მოთხოვნა, ასევე კონკურენციაც დიდია. თუმცა ჩვენი ნაწარმი ხარისხითა და დიზაინით ყოველთვის განსხვავებული და დასამახსოვრებელია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენება, ინდივიდუალური, მომხმარებელზე მორგებული დიზაინი და პერსონალური გრავირებაა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის სახეობების გაზრდას მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა