მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამომავლოდ ვგეგმავთ ფიზიკური მაღაზიების გახსნას თბილისსა და რეგიონებში - „ანდანა“

news image
mbc image

„ანდანა“ აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც სულ რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს ლუკა ხაბაზიშვილს ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„ანდანა" არის ქართული ბრენდი, რომელიც დაარსდა 2025 წელს და მიზნად ისახავს ყოველდღიური გამოყენების ხარისხიანი, სტილური და კომფორტული აქსესუარების შექმნას. ჩვენი მთავარი მიმართულება არის ჩანთები და აქსესუარები, რომელიც შეიცავს ქართული კულტურის ელემენტებს. მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ პროდუქტს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, პრაქტიკულობასა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოებს.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ამჟამად „ანდანას" ასორტიმენტი მოიცავს:

  • სასკოლო და ყოველდღიურ ზურგჩანთებს;
  • ბავშვებისთვის განკუთვნილ ჩანთებს;
  • ლეპტოპის ჩანთებსა და ქეისებს;
  • თერმო ბოთლებს, პენლებს და წელის ჩანთებს;
  • მალე გაფართოვდება სპორტული ხაზიც.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ზოგადი თვალსაზრისით, მოთხოვნა გაზრდილია როგორც სასკოლო ,ასევე ყოველდღიურ სეზონზე. მომხმარებლები აქტიურად ეძებენ ხარისხიან და გამძლე პროდუქციას, რომელიც ამავდროულად იქნება ვიზუალურად გამორჩეული. ქართულ ბაზარზე იზრდება ინტერესი ადგილობრივი ბრენდების მიმართ, რაც დამატებით შესაძლებლობას ქმნის.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

• ქართული იდენტობის ინტეგრაცია – ჩვენი დიზაინები ქართულ სიმბოლიკასა და ფერთა კომბინაციებზეა დაფუძნებული;
• ხარისხი და გამძლეობა – პროდუქცია მზადდება მაღალი ხარისხის მასალებისგან, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებას;
• ინოვაციური ბრენდინგი – „ანდანა" ერთდროულადაა ფუნქციური და ემოციური ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ისტორიასა და გამოცდილებას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის:

• ონლაინ გაყიდვების გაფართოება andana.ge -ზე და საერთაშორისო პლატფორმებზე);
• ფიზიკური მაღაზიების გახსნა თბილისში და რეგიონებში;
• ასორტიმენტის გაზრდა – სპორტული და ბავშვებისთვის ახალი ხაზების დამატება;
• კოლაბორაციები სხვა ბრენდებთან და დიზაინერებთან.

აღსანიშნავია, რომ „ანდანა“ იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის, გამძლე და უსაფრთხო მასალებს, ყოველი დეტალი დამუშავებულია განსაკუთრებული ყურადღებით, რათა მომხმარებელმა მიიღოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ საიმედო პროდუქტი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა