სამშენებლო მასალების რეალიზაციიდან „ციტადელმა“ ₾16 მილიონი მიიღო
სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სექტორი დღითიდღე განაგრძობს განვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მზარდი მშენებლობის ტემპის ფონზე მთლიანად ეკონომიკაზე.
კომპანია ციტადელისთვის, რომელსაც ამ სეგმეტში თავისი ნიშა აქვს, სამშენებლო მასალების რეალიზება ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
შესაბამისად, აბსოლუტურ მონაცემებში საერთოო მოგებაც სწორედ სამშენებლო მასალებიდან ლიდერობს და 2021 წელს შეადგენდა 21 მილიონს, 2022 წელს კი თითქმის 16 მილიონს.
შემცირებულია ასევე საერთო მოგების მარჟის კოეფიციენტი, 12.1% დან 8.5%-მდე. აღნიშნული მაჩვენებელში აისახება სწორედ აბსოლუტური ნიშნულის შემცირების ახსნა, რადგან რეალიზებული საქონლის ოდენობა თითქმის არ შეცვლილა, აღნიშნულ პროდუქციაზე არსებული ფასნამატი კი შემცირებულია, შესაბამისად შემცირებულია საერთო მოგებაც.
შემოსავლების მიხედვით კომპანიისთვის, მეორე ადგილზეა ტექნიკის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი, აღნიშნული შემოსავლები საერთო მოგების აბსოლუტურ ნიშნულში მეორე ადგილზე არის, მაგრამ ტექნიკის რეალიზების საერთო მოგების მარჟა მცირეა და 3.9% 2021 და 4.1% 2022 წელს შეადგენდა.
საერთო მოგებაში ყველაზე დაბალი წილი მაგრამ ყველაზე დიდი საერთო მოგების მარჟა მიწისა და ტექნიკის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს აქვს, კერძოდ 2021 წელს საერთო მოგების მარჟა 8.4% 2022 წელს კი 12.4%, ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა თუმცა აბსოლუტურ მაჩვენებლებში 1.8 მილიონი და 3.1 მილიონია წლების შესაბამისად.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ საერთო მოგების კალკულაციებში არ არის გათვალისწინებული ცვეთა, შეძენილი მომსახურებები და სხვა თვითღირებულების ხარჯები, პროდუქტების საერთო მოგების დასათვლელად გამოყენებულია მხოლოდ პირდაპირი ხარჯები, რაც დაკავშირებულია კონკრეტული პროდუქტის გაყიდვასთან. შესაბამისად, მთლიანი საერთო მოგება განსხვავდება ანალიზის შედეგად მიღებული რიცხვებისაგან.
სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სექტორი დღითიდღე განაგრძობს განვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მზარდი მშენებლობის ტემპის ფონზე მთლიანად ეკონომიკაზე.
კომპანია ციტადელისთვის, რომელსაც ამ სეგმეტში თავისი ნიშა აქვს, სამშენებლო მასალების რეალიზება ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
შესაბამისად, აბსოლუტურ მონაცემებში საერთოო მოგებაც სწორედ სამშენებლო მასალებიდან ლიდერობს და 2021 წელს შეადგენდა 21 მილიონს, 2022 წელს კი თითქმის 16 მილიონს.
შემცირებულია ასევე საერთო მოგების მარჟის კოეფიციენტი, 12.1% დან 8.5%-მდე. აღნიშნული მაჩვენებელში აისახება სწორედ აბსოლუტური ნიშნულის შემცირების ახსნა, რადგან რეალიზებული საქონლის ოდენობა თითქმის არ შეცვლილა, აღნიშნულ პროდუქციაზე არსებული ფასნამატი კი შემცირებულია, შესაბამისად შემცირებულია საერთო მოგებაც.
შემოსავლების მიხედვით კომპანიისთვის, მეორე ადგილზეა ტექნიკის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი, აღნიშნული შემოსავლები საერთო მოგების აბსოლუტურ ნიშნულში მეორე ადგილზე არის, მაგრამ ტექნიკის რეალიზების საერთო მოგების მარჟა მცირეა და 3.9% 2021 და 4.1% 2022 წელს შეადგენდა.
საერთო მოგებაში ყველაზე დაბალი წილი მაგრამ ყველაზე დიდი საერთო მოგების მარჟა მიწისა და ტექნიკის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს აქვს, კერძოდ 2021 წელს საერთო მოგების მარჟა 8.4% 2022 წელს კი 12.4%, ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა თუმცა აბსოლუტურ მაჩვენებლებში 1.8 მილიონი და 3.1 მილიონია წლების შესაბამისად.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.