მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

სამშენებლო ნებართვების გაცემა უნდა შეიზღუდოს - სანქციები გამოსავალი არ არის, ყველა დეველოპერს მშენებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს | კობა ყალიჩავა

news image
mbc image

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კობა ყალიჩავას განცხადებით, საქართველოში ბევრი სამშენებლო ნებართვა არ უნდა გაიცემოდეს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, სამშენებლო ნებართვის გაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შენობა ხარისხიანად შენდება. მისი შეფასებით, სანქციები გამოსავალი არ არის და ყველა დეველოპერს მშენებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

„ნამდვილად გვაქვს მოცულობითი სანქციები. სახელმწიფო ორგანოების დაკვირვების მიხედვით, გამკაცრება ეტაპობრივად ხდება და კოდექსში ცვლილებები შედის. პრობლემა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, „ერთ ქვაბში იხარშება“ ყველა ტიპის დარღვევა. მოქალაქე, რომელიც საცხოვრებელ სახლს აშენებს ან კონსტრუქციას აკეთებს, და დეველოპერი ერთი და იმავე სტანდარტს ექვემდებარებიან. ეს ხშირ შემთხვევაში პრობლემატურია: მოქალაქესთან მიმართებით ზედმეტია, დეველოპერთან მიმართებით კი შეიძლება საკმარისი არ იყოს. მე სანქციებში გამოსავალს არასდროს ვხედავ ხოლმე. მთავარი ის არის, რომ სანქციებამდე არ მივიდეთ.

პირველი - ქვეყანას ბევრი ნებართვა არ სჭირდება. უკვე საკმარისად აშენებულია შენობა-ნაგებობები. თავდაპირველად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებას შევზღუდავდი. შესაბამისი კვლევების საფუძველზე გამოვიკვლევდი საჭიროებას და მშენებლობებს მხოლოდ ამ შესაძლებლობის ფარგლებში დავუშვებდი.

მეორე, ყველა დეველოპერმა არ შეიძლება რომ ააშენოს, საქმიანობა ლიცენზირებული უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სანდო კომპანია შემოდის ბაზარზე, დავუდგინოთ მას პირობები და შემდეგ შევაფასოთ, რამდენად სწორად მოქმედებენ ლიცენზირებული კომპანიები.

მთავარი ისიც უნდა იყოს, რომ „ჰაერის გაყიდვა“ აიკრძალოს. პროექტის ფარგლებში განაშენიანებას გააკეთებს დეველოპერი და შემდეგ ყიდის. ამ შემოსავლების საფუძველზე აშენებს. ორი კაცი შეამხანაგდება და შედეგად ვიღებთ დაუმთავრებელ, უხარისხო მშენებლობას. ბუნებრივია, ეს რისკია. ამიტომ, თუ განაშენიანების საფუძველზე „ჰაერის გაყიდვას“ ავკრძალავდით, ბაზარზე ისეთი კომპანიები დარჩებოდნენ, რომლებსაც თავიდანვე შეუძლიათ მშენებლობის ფინანსურად და ხარისხიანად უზრუნველყოფა“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.

მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„ძალიან ბევრია სამუშაო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. საზოგადოებაში ცოდნის ამაღლება სფეროს უშველიდა და უფრო მეტად პოზიტივისკენ წაიყვანდა, ვიდრე დღეს გვაქვს“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სამშენებლო ნებართვების გაცემა უნდა შეიზღუდოს - სანქციები გამოსავალი არ არის, ყველა დეველოპერს მშენებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს | კობა ყალიჩავა

05.11.2026.18:30

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კობა ყალიჩავას განცხადებით, საქართველოში ბევრი სამშენებლო ნებართვა არ უნდა გაიცემოდეს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, სამშენებლო ნებართვის გაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შენობა ხარისხიანად შენდება. მისი შეფასებით, სანქციები გამოსავალი არ არის და ყველა დეველოპერს მშენებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

„ნამდვილად გვაქვს მოცულობითი სანქციები. სახელმწიფო ორგანოების დაკვირვების მიხედვით, გამკაცრება ეტაპობრივად ხდება და კოდექსში ცვლილებები შედის. პრობლემა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, „ერთ ქვაბში იხარშება“ ყველა ტიპის დარღვევა. მოქალაქე, რომელიც საცხოვრებელ სახლს აშენებს ან კონსტრუქციას აკეთებს, და დეველოპერი ერთი და იმავე სტანდარტს ექვემდებარებიან. ეს ხშირ შემთხვევაში პრობლემატურია: მოქალაქესთან მიმართებით ზედმეტია, დეველოპერთან მიმართებით კი შეიძლება საკმარისი არ იყოს. მე სანქციებში გამოსავალს არასდროს ვხედავ ხოლმე. მთავარი ის არის, რომ სანქციებამდე არ მივიდეთ.

პირველი - ქვეყანას ბევრი ნებართვა არ სჭირდება. უკვე საკმარისად აშენებულია შენობა-ნაგებობები. თავდაპირველად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებას შევზღუდავდი. შესაბამისი კვლევების საფუძველზე გამოვიკვლევდი საჭიროებას და მშენებლობებს მხოლოდ ამ შესაძლებლობის ფარგლებში დავუშვებდი.

მეორე, ყველა დეველოპერმა არ შეიძლება რომ ააშენოს, საქმიანობა ლიცენზირებული უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სანდო კომპანია შემოდის ბაზარზე, დავუდგინოთ მას პირობები და შემდეგ შევაფასოთ, რამდენად სწორად მოქმედებენ ლიცენზირებული კომპანიები.

მთავარი ისიც უნდა იყოს, რომ „ჰაერის გაყიდვა“ აიკრძალოს. პროექტის ფარგლებში განაშენიანებას გააკეთებს დეველოპერი და შემდეგ ყიდის. ამ შემოსავლების საფუძველზე აშენებს. ორი კაცი შეამხანაგდება და შედეგად ვიღებთ დაუმთავრებელ, უხარისხო მშენებლობას. ბუნებრივია, ეს რისკია. ამიტომ, თუ განაშენიანების საფუძველზე „ჰაერის გაყიდვას“ ავკრძალავდით, ბაზარზე ისეთი კომპანიები დარჩებოდნენ, რომლებსაც თავიდანვე შეუძლიათ მშენებლობის ფინანსურად და ხარისხიანად უზრუნველყოფა“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.

მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„ძალიან ბევრია სამუშაო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. საზოგადოებაში ცოდნის ამაღლება სფეროს უშველიდა და უფრო მეტად პოზიტივისკენ წაიყვანდა, ვიდრე დღეს გვაქვს“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა