მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანების მიმართ გამოყენებული იყო დანაშაულის ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ დადასტურდა - ზურაბ აზარაშვილი

news image
mbc image

სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ იყო გამოყენებული დანაშაულის ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ დადასტურდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა  ფარმაცევტულ კომპანიებზე საუბრისას განაცხადა.

„ზარალი მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება - ეს უშუალოდ კავშირშია ადამიანების სიცოცხლესთან. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე დიაგნოზით დაავადებული ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ იყო გამოყენებული დანაშაულის ეს ყველაზე მძიმე ფორმა, რაც დღეს დადასტურდა 9-თვიანი მოკვლევის შემდეგ. ეს ხდებოდა მიზანმიმართულად, წინასწარ შეთანხმებით, გაძვირებული ფასებით, ზუსტად ერთნაირად დაფიქსირებული ფასებით მომსახურების გაწევა. ამ შემთხვევაში მედიკამენტების შესყიდვას სახელმწიფო ახდენს და სხვა ალტერნატივა სახელმწიფოს არც ჰქონდა“, - განაცხადა მინისტრმა.

აზარაშვილმა ისაუბრა იმ ბერკეტებზეც, თუ როგორაა შესაძლებელი არსებული სიტუაციის გამოსწორება, რათა ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ანალოგიური არ განმეორდეს. 

მისივე თქმით, არსებული რეფორმები და ვითარება, რომელიც მათ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნეს, სწორედ იძლევა მსგავსი სიტუაციის პრევენციას.

„მუდმივად ვმუშაობთ კანონმდებლობის დახვეწაზე. ასევე ვქმნით სხვადასხვა სისტემებს, რაც პრევენციის საშუალებას მოგვცემს. ასევე მნიშვნელოვანია, კონკურენციის სააგენტოს პრინციპული დამოკიდებულება ასეთ საქმესთან მიმართებაში, რაც მისასალმებელია. ამით დადასტურდა ერთ შემთხვევაში, ეს მძიმე და სამწუხარო დანაშაული და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ადეკვატური, მკაცრი რეაგირება, რაც ჯარიმების ოდენობაში გამოიხატა. ესეც პრევენციის შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ მეორედ არავის გაუჩნდეს სურვილი მსგავსი შესაძლებლობა გამოიყენოს - ურთიერთ შეთანხმებით დააზარალოს, დააზიანოს ონკოლოგიური პაციენტები“, - განაცხადა აზარაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა