მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

სანაყინეების ქსელის გაფართოების ფარგლებში, „თოლია“ 2026 წელს კიდევ 5 ობიექტს გახსნის

news image
mbc image

კომპანია თოლია - Tolia ქვეყანაში სანაყინეების ქსელის გაფართოების პროცესს აგრძელებს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერმა, ბერდია ბედიაშვილმა განაცხადა, 2026 წელს კომპანია 5 ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს.

„დღეისათვის „თოლიას“ სანაყინეების ქსელი 31 ობიექტს აერთიანებს, საიდანაც 4 ობიექტი 2025 წელს დავამატეთ. 2026 წელს კი კიდევ 5 ობიექტის გახსნა იგეგმება. ახალი ობიექტები როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც გაიხსნება“, - განმარტავს ბერდია ბედიაშვილი.

სანაყინეების ქსელის გაფართოებასთან ერთად, „თოლია“ ასორტიმენტის გაზრდაზეც ინტენსიურად მუშაობს. კომპანიამ მომხმარებლებს უკვე შესთავაზა ცხელი შოკოლადი, ხოლო ზაფხულის სეზონზე ახალი პროდუქტების შეთავაზების გეგმაზე მუშაობა გრძელდება.

„თოლია“ დღეს ნაყინის ბაზრის ლიდერია და მისი წარმატება რამდენიმე ფაქტორით განპირობებულია, მათ შორის გამორჩეული მენიუ და კონცეფცია, რაც კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს.

„თოლია“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდია ნაყინის ინდუსტრიაში. კომპანია ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს როგორც ინდუსტრიულ, ისე ჩამოსასხმელ ნაყინებს სთავაზობს.

„თოლიას“ სანაყინეები მდიდარ მენიუს სთავაზობს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით ვანილის ნაყინი სარგებლობს, რომელიც გაყიდვებში ერთპიროვნული ლიდერია. მას მოსდევს შოკოლადის ნაყინი.

ბრენდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი ძლიერი იმიჯია, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. „თოლია“ საქართველოში ნაყინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი იყო, რომელმაც 90-იან წლებში მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზა, რაც დღემდე ინარჩუნებს მომხმარებლის ლოიალობას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბუტიკური სტილი და ახალი კონცეფცია რაჭაში - რას სთავაზობს Racha Roots Boutique House ვიზიტორებს

21.09.2026.18:00

რაჭა ტურისტებისთვის სულ უფრო მოთხოვნად მიმართულებად ყალიბდება. რეგიონში იზრდება განსხვავებული კონცეფციისა და თანამედროვე დიზაინის განთავსების ობიექტების მიმართ ინტერესიც. ერთ-ერთი ასეთი ახალი ობიექტი Racha Roots Boutique House-ია.

სასტუმროს კონცეფციის, სტუმრების მოთხოვნის, კონკურენტული უპირატესობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Racha Roots Boutique House-ის დამფუძნებელი ნეიკო პეტრიაშვილი ესაუბრა.

„ჩვენი საოჯახო სასტუმრო ოჯახის სახლის ბაზაზე შეიქმნა - ეს ჩემი მეუღლის მშობლების სახლია, რომლის გადაკეთებაც გადავწყვიტეთ და პატარა საოჯახო სასტუმროდ ვაქციეთ.

ამ ეტაპზე სასტუმრო 4 ნომერს აერთიანებს. ის ბუტიკური სტილისაა და, ვფიქრობ, რაჭაში მსგავსი დიზაინისა და კონცეფციის ობიექტი არც არის. სივრცე თანამედროვე და კომფორტულია, ყველა საჭირო პირობით. თითოეულ ნომერს აქვს საკუთარი აივანი და ულამაზესი ხედები.

რაც შეეხება მოთხოვნას, რაჭა ბოლო პერიოდში საკმაოდ მოთხოვნადი და მიმზიდველი მიმართულება გახდა. ჩვენ სასტუმრო ცოტა გვიან, აგვისტოს ბოლოს გავხსენით, თუმცა აგვისტოში მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო. ამჟამად მოთხოვნა შედარებით შემცირებულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი მიმართულება უფრო სეზონური იქნება. სტუმრების უმეტესობა ამ ეტაპზე ადგილობრივი ტურისტია.

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა დიზაინი და კონცეფციაა. ეს არ არის ტრადიციული ხის სახლი - სასტუმრო თანამედროვე, კომფორტული და მყუდრო სივრცეა, რაც სტუმრებმაც არაერთხელ აღნიშნეს. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის მაღალი დონის სერვისის შეთავაზება.

სამომავლოდ სასტუმროს გაფართოება გვსურს და იმედი გვაქვს, რომ ამის განხორციელებასაც შევძლებთ“, - აცხადებს ნეიკო პეტრიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა